დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 958-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460000000.05.001.018484 |
|
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა პენიტენციური დაწესებულება, როგორც წესი, უზრუნველყოფს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ახორციელებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, სათანადო ინვენტარითა და მოწყობილობით ქმნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N958-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები