დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 276 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019985 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ვაჟა გელეიშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ქეთევან ლომიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი; ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი; მერაბ გაფრინდაშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ემილ წერეთელი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ჩალათაშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ნინო თანდილაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ირაკლი ნადარეიშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შორენა იოსებიძე – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი; ნელი კორკოტაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი; ნანა ზაუტაშვილი – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი; გიორგი მელიქაძე – ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; შალვა გეგია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავლებელი; არჩილ მაღალაშვილი – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი; დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მიხეილ ჯიბუტი – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; ნიკა ბოჭორიშვილი – სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის (სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ძალაში რჩება მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგების დამტკიცების შემთხვევაშიც, იმ სპეციფიკური კარტოგრაფიული უზრუნველყოფით (ძირითადად, საცდელი ამოტუმბვების მონაცემების გრაფიკული ასახვა), რაც სავალდებულოა მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშისთვის. მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციის და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები