დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 961-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.05.001.018488 |
961-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
010170000.05.001.018488
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N961-IIს |
დოკუმენტის კომენტარები