„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019983
274
06/06/2017
ვებგვერდი, 06/06/2017
010240030.10.003.019983
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №274

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, №154, 31/12/2005, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) ამ დებულებითა და კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაამუშაოს (მათ შორის, გამოითხოვოს, მიიღოს, მართოს) პირის პერსონალური, სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები და უზრუნველყოს მისი კანონზომიერი დაცვა, გამოყენება/წვდომა ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელ. ჯანდაცვის) და სოციალური დაცვის სისტემის მართვისა და მდგრადობისთვის, ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან;“.

2. 31  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. მართვის ავტომატიზებული საშუალებების გამოყენება

1. სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები.

2. სამინისტრო ამ დებულებითა და კანონმდებლობით მისი კომპეტენციის სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია გამოიყენოს ელ. ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემები, რისთვისაც უფლებამოსილია დაამუშაოს და მიიღოს პირის პერსონალური, სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/დაწესებულებებიდან. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელ. ჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან.“.

3. მე-4  მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

დ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ვ) პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის წარდგენა;

თ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია, ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და აღრიცხვა;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

ლ) თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება;

მ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

ნ) შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა);

ო) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

პ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ჟ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლების, პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის ხელშეწყობა;

რ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ტ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. 187 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 10 ივნისიდან, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი