„ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016162
9
05/06/2017
ვებგვერდი, 07/06/2017
010250020.35.147.016162
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 12/01/2017; 010250020.35.147.016154) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დევნილთა ოჯახების დახმარება 

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ჩასახლებულნი არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი წიწიბურა.

2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.

3. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომელიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასრუსათო კალათის ნაცვლად, ფულადი დახმარება  100 (ასი) ლარის ოდენობით.

4. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სოციალური დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი