დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016211 |
8
05/06/2017
ვებგვერდი, 07/06/2017
010250050.35.126.016211
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი და აღწერილობა
|
გერბის ფარი გაკვეთილია და ქონგურისებრად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად). პირველ ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს საყდარი. მეორე და მესამე ვერცხლის ველზე, ცენტრში, გამოსახულია ზურმუხტის მტევანი, ვაზის ორი ზურმუხტის ფოთლით. მეოთხე, ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროსთაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში კი ოქროს სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "თერჯოლა".
|
დროშა და აღწერილობა
|
დროშა ქონგურისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად: ზურმუხტის 1:3 და ვერცხლის 2:3 ველებად. ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. დროშის პროპორცია არის 2:3.
|
უკან დაბრუნება 


დოკუმენტის კომენტარები