დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016255 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს –
ასპინძის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სია, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), კერძოდ:
|
დაბა ასპინძაში –
1. გურამიშვილის ქუჩა;
2. ფალიაშვილის ქუჩა; 3. ჯავახიშვილის ქუჩა; 4. კლდიაშვილის ქუჩა; 5. რუსთაველის ქუჩა; 6. ჭავჭავაძის ქუჩა; 7. ყაზბეგის ქუჩა; 8. სანაპიროს ქუჩა; 9. მეფე ერეკლე II-ის ქუჩა; 10. ვარძიის ქუჩა; 11. ბესიკის ქუჩა; 12. ქუჩა ე. წ თეთრი ხიდიდან ე.წ აბანოს ხიდამდე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები