დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 06/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.34.059.016044 |
7
06/06/2017
ვებგვერდი, 06/06/2017
010320040.34.059.016044
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის 17 მაისის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 18/05/2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.34.059.016038) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილი იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კანდიდატს უფლება აქვს განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. თუ კონკურსანტმა განცხადება ერთდროულად შეიტანა ხუთზე მეტ ვაკანტურ თანამდებობაზე, საკონკურსო დოკუმენტაცია ხუთივე ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩება განუხილველი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები