დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016324 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №23 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ს/ნ) 010250050.35.105.016311, 11/04/2017, შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილების პრეამბულა და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში კონკრეტული ტერიტორია განისაზღვრება 252,8 ჰა-თი, რომელიც მდებარეობს საზღვრებში: ა) დასავლეთით – შავი ზღვის სანაპირო; ბ) აღმოსავლეთით – მოსახლეობა (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები); გ) ჩრდილოეთით – პირობითი ადმინისტრაციული საზღვარი; დ) სამხრეთით – მდინარე ენგურის სანაპირო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 2 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები