,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016320
32
02/06/2017
ვებგვერდი, 06/06/2017
010250050.35.105.016320
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №32

2017 წლის 2 ივნისი

ქ.ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 8/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016295) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1.   დადგენილების დანართის მე-9 მუხლს დაემატოს „61“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61 ამავე ზონებში ასევე შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი აბრების  განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0,7 კვ/მ-ს და მოსაკრებელი ერთ ერთეულზე განისაზღვროს ყოველწლიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნულზე ნებართვას გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი აუქციონის გარეშე, განცხადებისა და ესკიზის საფუძველზე.“.

2.   დადგენილების დანართს დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131. რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსების საკითხი (ესკიზის შეთანხმება) საჭიროებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სავალდებულო შეთანხმებას. რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს 2  ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე;

გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

2.  რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტაციის  წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების  პროექტს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება  განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამგეობის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.

3.  მოსაკრებელი რეკლამის განთავსებისათვის  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთეულზე (სამივე ფასადზე) განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულების საუძველზე და იგი შეადგენს: ერთიდან სამ თვემდე ვადის შემთხვევაში ყოველთვიურად 150 ლარს, სამ თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ლარს.

4. რეკლამის მაძიებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას დაუბრუნოს პირვანდელი მდგომარეობა.

5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი  ვალდებულია რეკლამის განთავსების დროს დაიცვას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილაშა ადეიშვილი