„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016806
48
09/06/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
100110000.22.038.016806
„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №48

2017 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებული დაწესებულებაში მოთავსებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო და უქმე დღეებშიც იმყოფება დაწესებულებაში. “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი