„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016981
183
05/06/2017
ვებგვერდი, 07/06/2017
200090000.22.033.016981
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №183

2017 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:
1. მე-20 მუხლის:
ა) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,32.  სსა-ს გამოყენება  სავალდებულო არ არის:  

ა) კანონმდებლობით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებებისა და სხვა სანოტარო მომსახურების განხორციელებისას;

 ბ) ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის №638 დადგენილების №22 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის (დისტრიბუტორის) მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევისას.“;   

ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას, აგრეთვე, ამავე მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

15. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვისას ჩეკზე არასწორი თარიღის და დროის ჩვენების, აგრეთვე მომენტალური გადახდების ტექნოლოგიების და მოწყობილობების საშუალებით გაწეული მომსახურებისას (საქმიანობის ამ ნაწილში) სსა-ს გარეშე მუშაობის ან სსა-ს გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა, ასევე, ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსა-ს გარეშე მუშაობის ან სსა-ს გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა  არ წარმოადგენს პირისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველს.“.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ამ წესის მე-20 მუხლის 33 და 235 მუხლის მე-5 პუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

3. 235  მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41.  სსა-ს გამოყენება  სავალდებულო არ არის: 

ა) კანონმდებლობით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებებისა და სხვა სანოტარო მომსახურების განხორციელებისას;

ბ) ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის №638 დადგენილების №22 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის (დისტრიბუტორის) მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევისას.“;  

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,5.  ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას, აგრეთვე, ამავე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13.  საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვისას ჩეკზე არასწორი თარიღის და დროის ჩვენების, აგრეთვე მომენტალური გადახდების ტექნოლოგიების და მოწყობილობების საშუალებით გაწეული მომსახურებისას (საქმიანობის ამ ნაწილში) სსა-ის/ტექნიკური საშუალების გარეშე მუშაობის ან სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა, ასევე, ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევებში სსა-ს გარეშე მუშაობის ან სსა-ს გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა არ წარმოადგენს პირისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი