შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/13642-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 30/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/13642-13
30/05/2017
ვებგვერდი, 05/06/2017
შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13642-13     

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

(საქართველოს სახელით)

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2017 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა  კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

 

განმცხადებელი – შპს „მარშე” (ს/კ 245587011)

რეაბილიტაციის მმართველი – გიორგი გვალია

 

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „მარშეს” წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და  რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს „მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა  წარმოებაში.

2016 წლის 08 აპრილის კრედიტორთა კრებაზე შპს „მარშეს” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველად არჩეულ იქნა გიორგი გვალია. ამავე სხდომაზე რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალათ რეაბილიტაციის მმართველს გიორგი გვალიას, შპსგრანდსდა სსგუდვილს”;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 15 თებერვალს შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი გვალიას მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „მარშეს” რეაბილიტაციის გეგმა.

წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების დამტკიცების მიზნით, 2017 წლის 31 მარტს მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება. კრებაზე განხილულ იქნა კრედიტრთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები, თუმცა რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების დამტკიცება ვერ განხორციელდა, ვინაიდან კრებას არ ესწრებოდა უზრუნველყოფილი კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“. აღნიშნული მიზეზით კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 30 მაისს 15:00 სთ-ზე.

კრედიტორთა კრებაზე  გამოცხადებულმა  უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მიხეილ გოგუაძემ განმარტა, რომ სს „თიბისი ბანკი“ აღარ წარმოადგენს „მარშეს“ უზრუნველყოფილ კრედიტორს, ვინაიდან 2014 წელს სს „თიბისი  ბანკის“ მიერ აღნიშნული მოთხოვნის დათმობა მოხდა მესამე პირისთვის, რომლის მიმართაც ვალდებულება შესრულებული იქნა სს „გუდვილის“ მიერ, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებაში წარმოადგენდა სოლიდარულ მოვალეს. შესაბამისად, სს „თიბისი ბანკი“ აღარ არის უფლებამოსილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ  საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, როგორც უზრუნველყოფილმა კრედიტორმა დაამტკიცოს შპს „მარშეს“ რეაბილიტაციის გეგმა. 

ვინაიდან ზემოთ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრედიტორთა კრების შეწყვეტის და სხვა დროისათვის გაგრძელების თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე, 47-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დაადგინა

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით: 

1.1.  რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების  დამტკიცება;

1.2.   მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                      თამარ ბურჯანაძე