„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 01-2
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 02/06/2017
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016008
01-2
02/06/2017
ვებგვერდი, 05/06/2017
010340000.44.064.016008
„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №01-2

2017 წლის 2 ივნისი

. თბილისი

 

„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბერის №07 ბრძანებით  დამტკიცებულ აკრედიტაციის სისტემის წესებსა და პროცედურებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. „საკ 1.1: 2012 აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის „ბ.ა“, „გ.ა“ და „დ.ა“ ქვეპუნქტები;
ბ) მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ე) მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:

აკრედიტაციის კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016, „შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას“.

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

საკ 1.7:2012 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016- თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

დანართები – იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

აკრედიტაციაში გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

 
“;
 
გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საკვალიფიკაციო ტესტირების  პროვაიდერების აკრედიტაციის სქემა:
 

აკრედიტაციის კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 „შესაბამისობის შეფასება - ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის“

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

საკ 1.13:2017 - „წესები და პროცედურები საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერთა სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 -თან  შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

აკრედიტაციაში გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

 იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

“;
დ) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს დაკვირვებას აკრედიტებული (აკრედიტაციის მაძიებელი) პირის პრაქტიკულ მოქმედებებზე. განმცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის დაშვება ყველა სამუშაო უბანზე/ფილიალში. ასევე, მოთხოვნის თანახმად, უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის მიერ დაკვირვებების ჩატარება, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას. თუ ვერ ხერხდება მსგავსი მოქმედებების განხორციელება, წამყვანი შემფასებელი ამის შესახებ უთითებს შეფასების ანგარიშში. თუ განმცხადებელს არ ჰყავს მომხმარებელი გარკვეულ სფეროში, რომელზეც უნდა განხორციელდეს დაკვირვება, საკ-ის ახორციელებს იმიტირებულ საქმიანობაზე  დაკვირვებას.“;
ე) მე- 12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„გ) კრიტიკული პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე  და ერთობლივი შეთანხმებით შეუსაბამობის გამოსასწორებლად დგინდება გონივრული ვადა (არაუმეტეს 6 თვისა). შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში შეფასების ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს ობიექტის ხელახალი შეფასება (ნაწილობრივ ან მთლიანად, შეუსაბამობის ადეკვატურად), რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად). მონიტორინგის დროს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. სხვა ვადა შეიძლება დადგინდეს საკითხის ტექნიკურ ან/და აკრედიტაციის კომიტეტზე განსახილველად გადაცემის შემთხვევაში. კრიტიკული შეუსაბამობის არ აღმოფხვრა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი. თუ მონიტორინგის და ზედამხედველობის დროს დაფიქსირდა იგივე კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს, პირს შეუჩერდება აკრედიტაცია 3 თვემდე ვადით ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება; ”
ვ)  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ბ.თ“ ქვეპუნქტი: 
„ბ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერები - PT“.
2. „საკ 1.2:2012-აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესში“ - შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„6. მონიტორინგი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ აკრედიტაციის მოწმობის ოთხწლიანი მოქმედების პერიოდში მოიცვას აკრედიტაციის სფერო სრულად. ყოველწლიურად შეფასდება აკრედიტებული სფეროს გარკვეული ნაწილი, რომლის გეგმაც წინასწარ ეცნობება აკრედიტებულ პირს საქმის მენეჯერის მიერ აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ. თუ შეფასების განხორცილებისას საკ-ი აღმოაჩენს, რომ აკრედიტებულ პირს არ ჰყოლია მომხმარებელი აკრედიტაციის სფეროს გარკვეულ ნაწილში ორი წლის განმავლობაში, აკრედიტებულ პირს შეუმცირდება აკრედიტაციის სფერო ამ ნაწილში.“
3. „საკ 1.3:2012 -- წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების  სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის - შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე- 5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს, წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას. 
2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა. “
4. „საკ 1.9:2012 აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. აკრედიტებული პირების მონიტორინგის (მათ შორის არაგეგმური) ანგარიშს და თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის, მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  განსახილველად და რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში. რეკომენდაცია 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინება გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს წერილობით ფორმაში. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და იღებს გადაწყვეტილებას.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
5. „საკ 1.10:2012 - აკრედიტებულ პირთა  რეესტრის წარმოების წესში“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტს  დაემატოს „ბ.თ“ ქვეპუნქტი:
„ბ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერები - PT “.
6. „საკ 1.11 : 2012  აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. აპელაცია – შესაბამისობის შეფასების ობიექტის წარმომადგენლის მოთხოვნა შესაბამისობის შეფასების ორგანოს ან აკრედიტაციის ორგანოს მიმართ ამ ორგანოების მიერ აღნიშნულ ობიექტზე მიღებული არასასურველი გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ, რომელიც მის აკრედიტაციის სტატუსთანაა დაკავშირებული. 
შენიშვნა: არასასურველ გადაწყვეტილებებში შედის: 
ა) უარი განაცხადის მიღებაზე;
ბ) უარი განაცხადის განხილვაზე;
გ) ცვლილებები აკრედიტაციის სფეროში;
დ) გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე უარის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ;”;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„დაუშვებელია აპელაციის გადაწყვეტილებაზე ახალი აპელაციის წარდგენა საკ-ში. თუ აპელანტი უკმაყოფილოა საკ-ის მიერ  აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მას შეუძლია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.“.
7. „საკ 1.12 : 2012  – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო,  აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესები“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. აკრედიტებულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა უნდა გამოიყენონ ამ მუხლის და ამ წესის მე-6 მუხლის თანახმად შედგენილი შესაბამისი აკრედიტაციის სიმბოლო, რომლებიც ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე”.
ბ) მე-8 მუხლს 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ) ქვეპუნქტი: 
„დ)  აკრედიტაციის მოწმობის № GAC-XX-XXXX).“
გ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი:
„6. სერტიფიკატებსა და გამოცდის ოქმებში, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებში, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არა აკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება “ამ შედეგებზე აკრედიტაცია არ ვრცელდება“.
8. ბრძანების დანართებს დაემატოს:
„საკ 1.13:2017 -  წესები და პროცედურები საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერთა  სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერთა აკრედიტაციისათვის. 
2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერთა – სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 „შესაბამისობის შეფასება - ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაციის პროცედურები ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012-ში. 
4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის: EA და ILAC-ის, სხვა სექტორული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებს, და აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური კომიტეტის მიერ მიღებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს, აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე (www.gac.gov.ge), შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული).
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010 და სსტ ისო/იეკ 17011:2010-ის ტერმინები და განმარტებები.
თავი II.  საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერთა აკრედიტაციასთან 
დაკავშირებული პროცედურები
მუხლი 3. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.
2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის პროვაიდერების    თაობაზე. ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაცია,  სტრუქტურა,  საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის გამოსაყენებელი  პროგრამები და პროცედურები.
3. თუ განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის – დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან  მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 4. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას. 
2.წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს. 
მუხლი 5. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი 
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას. 
2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის  შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაეცემა ხელზე.  
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე. 
მუხლი 6.  საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერის  ადგილზე შეფასება
1. საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერის ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფის და  განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვედრით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი  განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანს და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. პროვაიდერის ადგილზე შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან მოქმედებას, რომლის დროსაც შემფასებლები უნდა დარწმუნდნენ პროვაიდერის პერსონალის  კომპეტენტურობაში, პროვაიდერის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული პროგრამების,  სტატისტიკური მეთოდების სრულყოფილად ფლობაში.
3. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას. ასევე ამოწმებს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სტატისტიკურ გამოთვლებში, შედეგების გრაფიკულ გამოსახულებაში და შედეგების ანგარიშგების  პროცესში. 
4. შეფასდება პროვაიდერის მიერ წარმოდგენილი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის (თუ ასეთი გამოყენებულია) საკვალიფიკაციო ტესტირების  პროგრამებში მონაწილეობის მიზანი. 
5. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ შედეგებს. ასევე შეფასდება საკვალიფიკაციო ტესტირების პროგრამები, რომელიც მიეკუთვნება აკრედიტაციის სფეროს.      
6.  შეფასების ჯგუფი დააკვირდება საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის პროვაიდერის პერსონალის მიერ პროგრამით განხორციელებულ  კონკრეტულ სამუშაოებს.
7. საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის პროვაიდერის სამუშაოების შეფასებისას, შეფასების ჯგუფმა უნდა დაადგინოს  პროვაიდერის და მისი   ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის (თუ ასეთი გამოყენებულია) შესაძლებლობები, განახორციელოს სამუშაოები სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 -ის მოთხოვნების და საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის პროვაიდერის მიერ წარმოდგენილი  პროგრამების შესაბამისად.
8.  შემფასებლები შეაფასებენ პასუხისმგებელი პერსონალის კომპეტენტურობას, ტრენინგებს, გამოცდილებას და ცოდნას. შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერის მიერ გაცემული შედეგების შესაბამისობა აკრედიტაციის მოთხოვნებთან.  ასევე შესაბამისი პასუხისმგებელი პერსონალის კომპეტენტურობას, ტრენინგებს, გამოცდილებას და ცოდნას. 
9. შეფასებისას მიღებული მონაცემები, რომლებიც მყისიერ და სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს, კლიენტისათვის ადგილზე უნდა იყოს განმარტებული შეფასების ჯგუფის მხრიდან.
10. თუ შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადასინჯავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების  მოცულობას და დროის ხანგრძლივობას. 
მუხლი 7. რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერმა  უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, მ.შ. ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. 
2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, მ.შ. ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას, ხოლო  ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.
3. საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერმა აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობის და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება, ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება. აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8. ნიმუშების მომზადება
1. თუ საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის პროვაიდერი ან ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია ამზადებს მატრიცას  ან პროდუქტის ნიმუშებს შემდგომი საკვალიფიკაციო ტესტირების მიზნით, მაშინ პროვაიდერს უნდა გააჩნდეს მატრიცის/ნიმუშების მომზადების პროცედურები.
2. შემფასებლები შეაფასებენ, არის თუ არა აღწერილი პროცედურა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და განახორციელებენ ვიზიტებს შესაბამის სამუშაო უბნებზე/ფილიალებში, სადაც ხდება მატრიცის/ნიმუშის მომზადება.
მუხლი 9. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს განცხადებული სფეროს შესაბამისობას სტანდარტებთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან, რასაც აცნობს პროვაიდერის მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ.
2. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიშის“ სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და  მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაჰბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
3. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია იხილეთ საკ 1.1:2012-ის, მე-12 მუხლის, მე-3 პუნქტში. 
4. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არაუგვიანეს 6 თვე. 
5. შეფასების  ჯგუფმა შესაძლოა  განახორციელოს დამატებითი ვიზიტი ადგილზე,  თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობის და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ  შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
6. თუ განმცხადებლის მხრიდან  შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი, საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და  აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან. 
7. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი შეფასების შედეგებზე დაყრდნობითა და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 10. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესის“ შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე