„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.019982
272
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
470030000.10.003.019982
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №272

2017 წლის 1 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155,  29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის „საერთო მოთხოვნების“  მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     

    „8

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთათვის  თვალსაჩინო  ადგილას განთავსებული  ან  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური  პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით“.

 

                                                                                                                                

 

მუხლი 2
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/  მომსახურების მიმწოდებელმა სუბიქტებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა 2017  წლის 15 ივნისამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი