„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019980
270
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
280120000.10.003.019980
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №270

2017 წლის 1 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:         

„ბ.ზ)  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:  

„ნ) არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი პირი, რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას:

ნ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი;

ნ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს;

ნ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი);

ნ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი);

ნ.ე) ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი;

ნ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი 60 წელი, მამაკაცი 65 წელი).“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:  

„ზ) ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება:

ა) ერთწევრიანი ოჯახის შემთხვევაში;

ბ) 2 და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი არამომუშავე შრომისუნარიანი წევრია.“.

3. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge.“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„6. ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა განესაზღვრება, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად  ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე არ დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge, შეწყდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის პროცესი.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ გააუქმებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციას (საკუთარი პროფილი), ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი