2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.019978
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
269
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
430210000.10.003.019978
2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/06/2017 - 27/07/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №269

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2 054 250  ლარის ოდენობით.

2. 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობების (შემდეგში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) მიხედვით:

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)

ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2150

ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1900

სპორტი

1850

ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

რუსული ენა (დაწყებითი ან/და  საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი  ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

2250

მუსიკა

2150

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2200.

3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი