დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 623 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 30/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.080.040.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №623
2004 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
ბოლო წლებში ადამიანით ვაჭრობამ (ტრეფიკინგმა) გლობალური მასშტაბები შეიძინა. ცივილიზებული ქვეყნები სულ უფრო აქტიურად ეწინააღმდეგებიან მონობის ამ თანამედროვე ფორმას, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას, დანაშაულს მისი პატივისა და ღირსების წინააღმდეგ.
საქართველო გმობს ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს). აუცილებლად მიგვაჩნია რა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, ამ დანაშაულის და მისი ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით:
1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების თანდართული სამოქმედო გეგმა.
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისია.
3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გ. ბეჟუაშვილმა ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისიის დებულება და შემადგენლობა.
4. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს პრიორიტეტული წესით განიხილოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების საკითხები.
5. ეთხოვოთ საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დავალებების შესრულებასა და მონიტორინგის განხორციელებაში.
6. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (ს. ზურაბიშვილი) მიმართოს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს შესაძლებლობის ფარლებში მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაში.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2003-2005 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 იანვრის №15 ბრძანებულება.
8. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხორციელების კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს (გ. ბეჟუაშვილი).
მ. სააკაშვილი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმა
|
ამოცანა |
მიზანი |
სტრატეგია |
შემსრულებელი |
ვადა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
1. ადამიანის ტრეფიკინგის ხელშემწყობი პირობების აღმოსაფ- ხვრელად შრომითი მიგრაციის საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება |
შრომითი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი სახელშეკრულებო ბაზის მომზადება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ამოქმედება
|
1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა
|
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
|
2005 წლის პირველი კვარტალი
|
|
2. რეადმისიის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების შემუშავება და შესაბამის ქვეყნებთან მოლაპარაკების წარმართვა |
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
2005 წლის თებერვალი; 2005-2006 წლების განმავლობაში |
||
|
|
|
3. მიმღებ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების შემუშავება ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური შრომის სამართლებრივი გარანტიების შექმნისა, მათ შორის სამუშაო ადგილების კვოტების გამოყოფ ის შესახებ |
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
2005-2006 წლების განმავლობაში |
|
|
|
4. წინადადებების შემუშავება „ყველა შრომითი მიგრანტის და მათი ოჯახების წევრების უფ ლებათა დაცვის შესახებ” გაეროს კონვენციასთან მიერთების შესახებ |
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო |
2005 წლის თებერვალი
|
|
|
|
5. ტრეფიკინგის პრობლემასთან დაკავშირებული საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სრული ნუსხის მომზადება და წინადადებების შემუშავება აღნიშნულ დოკუმენტებთან საქართველოს მიერთების შესახებ |
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
|
2005 წლის პირველი კვარტალი
|
|
|
|
6. ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოდან სამუშოდ გასული მიგრანტების მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, წინადადებების შემუშავება მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით |
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 (არანაკლებ სამ თვეში ერთხელ)
|
|
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა
|
ადამიანის ტრეფიკინგთან ბრძოლის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, არსებული ხარვეზების აღმოფ ხვრა
|
1. მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფ იკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფ იკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვისა და მიღების უზრუნველყოფის მიზნით
|
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დაინტერესებული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
კანონპროექ- ტის განხილვის მთელი პერიოდის განმავლო- ბაში
|
|
|
|
2. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების შემუშავება სხვადასხვა ფირმის მიერ დასაქმების, გაცნობის, ტურიზმის, სწავლის, საშუამავლო საქმიანობის განხორციელების შეთავაზებისას მომხმარებელთა უფ ლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფ ად |
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
2005 წლის პირველი ნახევარი
|
|
|
|
3. ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულებზე იურიდიულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების მიზნით |
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაწილეობით)
|
2005 წლის განმავლობაში |
|
|
|
4. ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულებზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების თავისებურებების გათვალისწინების მიზნით |
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაწილეობით)
|
2005 წლის განმავლობაში |
|
3. არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფ იკინგის პრობლემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება
|
1. არალეგალური შრომითი მიგრაციის და ტრეფ იკინგის რისკის შემცირება საინფ ორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით |
1. შრომითი მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე საზოგადოების ოპერატიული ინფორმირების უზრუნველსაყოფ ად საქართველოს დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებში შესაბამისი „ცხელი ხაზების“ შექმნა და შეუფ ერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ოპერატორების მომზადება
|
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო - საქართველოს გენერალური პროკურატურა ( დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 წლების განმავლობაში
|
|
|
2. სასკოლო პროგრამებში ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირება, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მოსახლეობის ფართო ფენებისათვის |
1. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებათა დაგეგმვა და ჩატარება, ინფ ორმირება საზღვარგარეთ მუშაობისა და სწავლის არსებული ლეგალური საშუალებების შესახებ
|
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 პერიოდულად
|
|
|
|
2. საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფა დასარიგებელი საინფ- ორმაციო მასალებით საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ ლეგალური მუშაობის და ტრეფ იკინგის თავიდან აცილების შესახებ |
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით)
|
2005-2006 წლების განმავლობაში
|
|
|
|
3. ტრეფიკინგის პრობლემასთან დაკავშირებული სპეციალური ტრენინგების ჩატარება სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის: მოსამართლეებისათვის, საკონსულო სამსახურის თანამშრომელთათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომელთათვის, მესაზღვრეებისათვის, სოციალური მუშაკებისათვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თანამშრომლებისათვის
|
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - საქართველოს გენერალური პროკურატურა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 (ექვს თვეში ერთხელ)
|
|
|
|
4. ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხების შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამაში, შესაბამისი პროფილის პედაგოგების მომზადება და გადამზადება |
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით)
|
2005 წლის სექტემბრამდე
|
|
4. არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფ იკინგის პრობლემის მასშტაბების შეფ ასებ ა |
არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის პრობლემის შესახებ სრული საინფ ორმაციო სურათის შექმნა
|
1. არალეგალური შრომითი მიგრაციის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულებზე დამნაშავე პირთა ერთიან მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო სამსახურის) ფორმირება |
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს გენერალური პროკურატურა |
2005 წლის მე-2 ნახევარი
|
|
|
2. მე-4.1 პარაგრაფით გათვალისწინებული ბაზის შექმნისა და გამოყენების წესისა და პირობების შემუშავება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით |
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005 წლის პირველი კვარტალი
|
|
|
|
3. წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის სისტემის შემუშავება, ამ ქვეყნებთან რეგულარული კონტაქტების და თანამშრომლობის გარღმავება (ან ხელშეკრულებების დადება), ტრეფიკინგის ფაქტების თავიდან აცილების, მსხვერპლთა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების და მათი უსაფ- რთხოების უზრუნველყოფ ის მიზნის გათვალისწინებით |
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით)
|
2005 წლის განმავლობაში
|
|
|
|
|
4. ტრეფიკინგის დანაშაულების თვალსაზრისით მომატებული რისკის ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა უფ ლებამოსილებაში ამ პრობლემების გათვალისწინება |
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
|
2005 წლის ბოლომდე |
|
5. ადამიანის ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია |
ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მხარდაჭრის სისტემის შემუშავება და ამოქმედება, კანონმდებლობაში, პოლიტიკაში და დახმარების სამსახურებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება რისკ-ჯგუფების გენდერულ თავისებურებათა გათვალისწინებით |
1. ადამიანის ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების პროცესში შს ორგანოების და პროკურატურის თანამშრომელთა ქცევის წესების (ეთიკის კოდექსის) შემუშავება და დანერგვა, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე
|
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს გენერალური პროკურატურა (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით)
|
2005 წლის თებერვალი
|
|
|
2. წინადადებების შემუშავება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სოციალურ-ფსიქოლოგიური მომსახურების სისტემის შექმნის შესახებ
|
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005 წლის პირველი ნახევარი
|
|
|
|
|
3. მე-5.2 პარაგრაფით გათვალისწინებული სოციალურ-ფსიქოლოგიური მომსახურების სისტემის ამოქმედება, მსხვერპლთა სრული ანონიმურობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით
|
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005 წლის მე-2 ნახევარი
|
|
|
|
4. წინადებების შემუშავება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ერთი ან რამდენიმე თავშესაფრის (შელტერის) შექმნის და ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აუცილებელი თანხის გათვალისწინების შესახებ |
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005 წლის ბოლომდე |
|
|
|
5. ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის უფასო ანონიმური სამედიცინო დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა (ჯანდაცვის არსებული პროგრამების ფარგლებში)
|
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
2005 წლის პირველი ნახევარი
|
|
|
|
6. ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეებისათვის სამართლებრივი დახმარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, უფასო საადვოკატო დახმერების უზრუნველყოფ ის ჩათვლით |
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით) |
2005 წლის პირველი ნახევარი
|
|
6. არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა და გაძლიერება |
არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებათა მაკოორდინირებელი და სპეციალიზირებული აღმასრულებელი ორგანოების არსებობისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი დამოუკიდებელი ქვედანაყოფ ების შექმნა, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა |
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
|
2005 წლის პირველი კვარტალი
|
|
7. არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფ ეროში არსებული მდგომარეობის მონოტორინგი
|
წინამდებარე სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი, მოცემულ სფეროში არსებული პრობლემების გამოკვეთა და ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება მათ დასაძლევად |
1. ტრეფიკინგის პოტენციალურ მსხვერპლთა იდენტიფ იცირების ინდიკატორების დადგენა, შემდგომში ტრეფ იკინგის პრევენციის ზომების შემუშავების ხელშეწყობის მიზნით
|
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით)
|
2005 წლის თებერვალი
|
|
|
|
2. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისათვის ინფორმაციების წარდგენა საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ
|
- საქართველოს გენერალური პროკურატურა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 (ყოველი წლის დეკემბერი)
|
|
|
|
3. მე-7.1 პარაგრაფით გათვალისწინებული ინფორმაციების განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შესაბამისი მოხსენების მომზადდება
|
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 (ყოველი წლის დეკემბერი)
|
|
|
|
4. არალეგალური შრომითი მიგრაციის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი ჩაბმა მონიტორინგის პროცესში უფ რო სრულყოფილი ინფორმაციის მოძიებისა და არსებული პრობლემების მოგვარების გზების ერთობლივი განსაზღვრის მიზნით |
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) |
2005-2006 წლების განმავლობაში |
|
|
|
5. გაეროში ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის საწინააღმდეგო კონვენციისა შესახებ სახელმწიფო მოხსენებების მომზადება ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლუატაციის პრობლემის გათვალისწინებით |
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით)
|
2006 წლის ივლისი
|
|
|
|
6. მონიტორინგის პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის გამოყენებით. |
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფ ორმაციის საშუალებათა მონაწილეობით). |
2005-2006 წლების განმავლობაში |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები