„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017342
88/ნ
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
430210000.22.022.017342
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №88/ნ

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმძღვანელოს კომპლექტი (შემდეგში − კომპლექტი) − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისა და კონკრეტული კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ერთი ან ერთზე მეტი სახე (ნაკრები);“;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდეგში − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდეგში − მინისტრი);

ი) რეცენზენტი – პირი (მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ბავშვთა ფსიქოლოგი ან სხვა სპეციალისტი), რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ახორციელებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას;“;

გ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმი-სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლების შესაფასებლად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოთხოვნები ან/და ინდიკატორები;

პ) რეცენზია − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეკვიზიტების დაცვით რეცენზენტის მიერ შედგენილი დასკვნა, რომელშიც ასახულია კონკრეტულ კრიტერიუმში სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება (შესაბამისი დასაბუთებით) და შესაბამისი რეკომენდაცია/მითითება (რეცენზენტის შეხედულებისამებრ ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);“;

დ) „ტ“ ,,ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) რეცენზირება − პროცესი, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან;

უ) საბეჭდი ფაილი − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ერთი სრული, გამოსაცემად გამზადებული ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ 3 600, შესაბამის ელექტრონული რესურსთან ერთად;

ფ) შესარჩევი ერთეული − კომპლექტი, რომელსაც გრიფირების გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი;“;

ე) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე;“;

ვ) „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) გარანტორი − სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საბეჭდი ფაილის უსაფრთხოებას და მის მიზნობრივ გამოყენებას „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდეგში − პროგრამა) ფარგლებში, ასევე, განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში;

ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა;“;

ზ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ „ჯ“ ქვეპუნქტები:

„წ) საჯარო განხილვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა;

ჭ) საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლების (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) გადაცემისათვის, საბაზისო (ფიქსირებული) და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ტირაჟის ოდენობის მიხედვით, გრიფის მოქმედების ვადით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფინანსური სარგებელი;

ხ) ჰოლოგრამა პროგრამის ფარგლებში რეპროდუცირებული კონკრეტული მოსწავლის წიგნისა და რვეულის ასლის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი დამცავი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით, რომლის დიზაინს განსაზღვრავს და დამზადების ხარჯებს სწევს საავტორო უფლების მფლობელი;

ჯ) სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი საავტორო უფლების მფლობელის მიერ შექმნილი და ადმინისტრირებადი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის უსაფრთხო და სანდო ინფორმაციის შემცველი აქტიური ვებგვერდი, რომელიც გამოიყენება ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ან ავტორი იყოს სამინისტროს ან მისი სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი ან ამ თანამდებობის პირის ნათესავი;“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. განმცხადებელს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ხელმისაწვდომობა უწყდება გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრიფირება ცხადდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება გრიფირების პირობები (შესარჩევი ერთეულები, განაცხადის რეგისტრაციის და სხვა ვადები, საავტორო ჰონორარის ოდენობა და ა.შ.)“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „გ“ „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:

გ.ა) სრული, ფერადი ვერსიის ერთი ნაბეჭდი ეგზემპლარი, საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის ანონიმურობის დაცვის გარეშე;

გ.ბ) ორი შავ-თეთრი ნაბეჭდი ეგზემპლარი იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;

გ.გ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (PDF ფორმატში, DPI − არაუმეტეს 600) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“.

დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის თანხმობა (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზედ, რომ:

დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სააგენტოს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;

დ.ბ) განახორციელოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები/კორექტურა;

დ.გ) თანახმაა, სამინისტრომ საჯარო განხილვის მიზნებისათვის გაასაჯაროოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი).

ე) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუკი განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ავტორი ფიზიკური პირია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი (ატვირთული ელექტრონულად) და ინფორმაცია (ატვირთული ელექტრონულად), რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა რეგისტრაციის ფაქტის, ასევე იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის (სათავო ოფისის) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. ასეთ შემთხვევაში ცნობა დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მას თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში − თავისი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზედ, რომ არ ხორციელდება ამ იურიდიული პირის (სათავო ოფისი) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. იგი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;“.

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თანახმაა, სამინისტრომ ან სააგენტომ გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილ განაცხადში, ანკეტაში და შესაბამის დოკუმენტებსა და მასალებში მითითებული ინფორმაციის სისწორე და შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ;“

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თანახმაა, საჯარო განხილვის მიზნით, სამინისტრომ გაასაჯაროოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი);“;

ბ.გ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლებისათვის თავისუფლად და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახადოს მასწავლებლის წიგნი ელექტრონულ ფორმატში და მასწავლებლის/მოსწავლის წიგნის ელექტრონული რესურსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“;

ბ.დ) ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

„კ) თანახმაა, სააგენტოს წარუდგინოს გრიფმინჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი ამ წესით დადგენილი პერიოდისათვის.“.

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს (ნებისმიერი ფორმით) მითითებას ან/და მოთხოვნას იმ საგანმანათლებლო რესურსის შესახებ, რომელიც შექმნილია ან მომავალში შეიქმნება გრიფირებისთვის წარმოსადგენი სახელმძღვანელოს მაკეტის კომპლექტს მიღმა და მისი გამოუყენებლობა შექმნის სირთულეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად გამოყენებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხში;

ე) განაცხადის სამინისტროში რეგისტრაციის დროისათვის არ უნდა მიმდინარეობდეს საავტორო უფლების მფლობელი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და არც მის ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა/აკრძალვა;“

გ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განმცხადებელი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლში მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია.“.

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. განმცხადებელი განაცხადების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, გარანტორს წარუდგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტულ) ოდენობას. აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შინაარსობრივი რეცენზირება ხორციელდება ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ტექნიკურ რეცენზირებას არ ექვემდებარება მასწავლებლის წიგნი.

3. განმცხადებელი ვალდებულია, რეცენზიის მიღებიდან სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი კორექტურა (ტექნიკური, შინაარსობრივი), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია. კორექტირებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარედგინება რეცენზენტს ავთენტურობის დასადგენად. განმცხადებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.“.

გ) მე-5-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეცენზენტთა ერთი საგნობრივი ჯგუფი აფასებს გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ყველა სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიულ მაკეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის ნახევარზე მეტი შუამდგომლობს, რომ ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ერთზე მეტი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებისათვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული დრო ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ხარისხიან რეცენზირებას.

6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. რეცენზენტის ვინაობა, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილე სამინისტროს/სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისა, ყველასათვის კონფიდენციალურია ამ წესით დადგენილი ვადის განმავლობაში. პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ვადაში ვალდებულია არ გაახმაუროს ან არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია გრიფირების მიზნების საწინააღმდეგოდ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ინფორმაცია საჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მიღების შემდეგ.“;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91. საჯარო განხილვა

1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე, საჯარო განხილვისათვის.

2. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს წერილობით ან ელექტორნულად, ამისთვის გამოყოფილი ტექნიკური საშუალებით.

3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტისათვის.

4. საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში.“.

8. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების საფუძველია შემდეგი პირობების ერთობლიობა:

ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირებისას გადალახა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით ინდიკატორებისთვის დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულებისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვარი (ბარიერი) და სრულად აკმაყოფილებს სახელმძღვანელოს/სერიისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) განმცხადებლის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტში ასახულია რეცენზენტთა მიერ გაცემული რეკომენდაციები/მითითებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

9. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეეხება სახელმძღვანელოს/სერიას, რომელიც შექმნილია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაცემული დავალების საფუძველზე (სამსახურებრივი ნაწარმოები).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის მიმართ ეს წესი ვრცელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცალკეული შემთხვევისთვის დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით.“.

10. მე-14 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ყოველწლიურად ამტკიცებს პროგრამას და განსაზღვრავს პროგრამის ბენეფიციარებს. ამ მიზნით, იგი:

ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, სამინისტროს სახელით დებს სალიცენზიო ხელშეკრულებას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

ბ) სამინისტროს სახელით ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვას, დებს შესაბამის ხელშეკრულებებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;

გ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;

დ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;

ე) უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა გარანტორისათვის საავტორო უფლების მფლობელის მიერ საბეჭდი ფაილების მიღება-ჩაბარების პროცესში, საბეჭდი ფაილის ნივთობრივად და თვისობრივად უნაკლოების შემოწმებაში;

ვ) განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრებს (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);

ზ) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;

თ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად.

2. საავტორო უფლების მფლობელი ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას და სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის“ შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ ვადის განმავლობაში, სკოლა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“ ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის შესახებ. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“ პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ინფორმაციის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში” ასახვის გზით.

7. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.“.

11. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

1. სააგენტო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას საავტორო უფლების მფლობელთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადით სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ.

2. სააგენტო სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე საავტორო უფლების მფლობელს განუსაზღვრავს ვადას სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარმოსადგენად.

მუხლი 16. გრიფის მოქმედების ვადა

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.“.

12. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. თარგმანი ხორციელდება პრინციპით: 1 საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია. იგივე პრინციპი გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.“.

13. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საჯარო განხილვის მიზნით, გაასაჯაროვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) და განახორციელოს განხილვის პროცესის მონიტორინგი;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ობიექტური რეცენზირება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.“.

14. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამინისტროსგან ან სააგენტოსგან მოითხოვოს და მიიღოს მათი მხრიდან ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მათ არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;

თ) საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტოსგან მოითხოვოს გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე მის მიერ გადაცემული ჰოლოგრამის განთავსება;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარანტორს გადასცეს:

ბ.ა) ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის კონფიდენციალობის დაცვით;

ბ.ბ) საბეჭდი ფაილი.

გ) სახელმძღვანელოში არ დაუშვას რაიმე სახის სოციალური, პოლიტიკური ან/და კომერციული რეკლამის ან სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს). რეკლამის გამოყენების დასაბუთება სავალდებულოა გამომდინარეობდეს საგანმანათლებლო მიზნებიდან და სათანადოდ იყოს არგუმენტირებული ავტორის მიერ;

დ) სამინისტროს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია გრიფირებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მისი აღმოჩენისთანავე;“;

ბ.გ) „ი“-„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის, გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სააგენტოს ან სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;

კ) სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;

ლ) გადაუხადოს საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ავტორებს და სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორებს (იმ შემთხვევაში, თუ თავად არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ან ამ სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორი);“;

ბ.დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) სააგენტოს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;“.

15. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის მოქმედების 6-წლიანი ვადა გაუგრძელდეთ 1 წლით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა