დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.033.016980 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/06/2017 - 18/02/2022)
|
საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე
|
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დაშვებულია აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მომსახურების გაწევა:
ა) ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება; გ) აზარტული თამაშების მოწყობის ორგანიზება, გარდა ფსონის მიღებისა და მოგების გაცემისა; დ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის რეალურ დროში (პირდაპირ ეთერში)); ე) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა მსგავსი არამატერიალური აქტივის გადაცემა; ვ) საკონსულტაციო, მარკეტინგული მომსახურების გაწევა, ასევე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება, მათ შორის რისკების მართვა; ზ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის სერვერების და მოწყობილობების ოპერირება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები