დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 176 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016978 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
|
1.
მე-5 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული მალფუჭებადი საქონლის, ცხოველების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, აგრეთვე წინასწარ დეკლარირებული საქონლისა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.“. |
2.
მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.“. |
3.
101 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.“. |
4.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე1“ ქვეპუნქტი:
„ა.ე1) ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში;“. |
5.
მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „ოქროს სიის“ მონაწილეების ან ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:“. |
6.
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „ოქროს სიის“ მონაწილის ან ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან;“. |
7.
33-ე მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარანტიის წარდგენა (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სავალდებულოა:“; |
ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.“. |
8.
36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI1 თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;“. |
9.
98-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXI1 თავი:
„თავი XXI1 ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი მუხლი 981. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სერტიფიკატები 1. შემოსავლების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, პირს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს. დაინტერესებული პირისათვის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა: ა) სერტიფიკატი „გამარტივებული პროცედურები“, როდესაც პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 982 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ისარგებლებს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით; ბ) სერტიფიკატი „უსაფრთხოება და დაცულობა“, როდესაც პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 982 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ისარგებლებს შეღავათებით დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას. 1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია ფლობდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მითითებულ სერტიფიკატებს ცალ-ცალკე ან ერთდროულად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. მუხლი 982. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები 1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია: ა) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებელი (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი) ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში; ბ) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტების არარსებობა, კერძოდ: ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის: ბ.ა.ა) 280-ე მუხლით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 289-ე მუხლის 31, 32, მე-5, მე-11-131, მე-16, მე-19, 21-ე ნაწილებით ან/და 290-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა; ბ.ა.ბ) 289-ე მუხლის მე-4, მე-10, მე-15, მე-20 ან 24-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული ერთზე მეტი გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა; გ) აღრიცხვის გამართული სისტემის არსებობა. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ: გ.ა) ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან, რაც იძლევა საბაჟო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას; გ.ბ) საბაჟო მიზნებისათვის განხორციელებული აღრიცხვა ინტეგრირებულია სტატუსის მაძიებლის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში ან იძლევა ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას; გ.გ) სტატუსის მაძიებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს წვდომის უფლებას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბუღალტრულ ჩანაწერებზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე მის კომერციულ და სხვა სახის ინფორმაციაზე; გ.დ) ლოგისტიკური სისტემა იძლევა საქართველოს საქონლისა და უცხოური საქონლის იდენტიფიცირების, გამიჯვნის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას; გ.ე) ადმინისტრაციული ორგანიზება შეესაბამება სტატუსის მაძიებლის საქმიანობის სახესა და მოცულობას და ხელს უწყობს საქონლის გადაადგილების მართვას, ხოლო შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს სამართალდარღვევებისა და სხვა სახის პროცედურული უზუსტობების გამოვლენას, პრევენციას და აღმოფხვრას; გ.ვ) დაცულია საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოფილია აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირებისა და სხვა საქონლისაგან გამიჯვნის შესაძლებლობა; გ.ზ) უზრუნველყოფილია სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტაციის შენახვის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მათი დაკარგვისა და განადგურების თავიდან აცილების მექანიზმებს; გ.თ) თანამშრომლები ინფორმირებული არიან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულების შესახებ; დ) ფინანსური მდგრადობა (გადახდისუნარიანობა), რაც გულისხმობს: დ.ა) სტატუსის მაძიებლის მიმართ აღძრულ გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის არარსებობას; დ.ბ) შემოსავლების სამსახურში სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში: დ.ბ.ა) ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არარსებობას; დ.ბ.ბ) ისეთი ფინანსური მდგომარეობის არსებობას, რაც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას; ე) უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ: ე.ა) სტატუსის მაძიებელს ჰყავს უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი (თანამშრომელი ფიზიკური პირი); ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის განკუთვნილი, სტატუსის მაძიებლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები და სხვა ადგილები დაცულია უნებართვო შეღწევისაგან; ე.გ) საქონლის შენახვისა და გადაადგილებისათვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები, მათ შორის, საქონელი დაცულია უნებართვო წვდომის, გადაადგილების, შეცვლის ან ნებისმიერი სხვაგვარი უკანონო ქმედებისაგან; ე.დ) სტატუსის მაძიებელი თავის ბიზნესპარტნიორებთან, თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით აკისრებს მათ კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების უზრუნველყოფის ვალდებულებას; ე.ე) უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტებზე პასუხისმგებელი პირები რეგულარულად მონაწილეობენ შესაბამის გადამზადების პროგრამებში; ე.ვ) დაცვის სპეციალური მექანიზმები უზრუნველყოფს სტატუსის მაძიებლის კომპიუტერულ სისტემებში უნებართვო შეღწევის თავიდან აცილებისა და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს არაუმეტეს ერთი გადაწყვეტილებისა პირის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება სტატუსის მაძიებელზე და საბაჟო საკითხებზე პასუხისმგებელ პირზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ სტატუსის მაძიებელი იურიდიული პირია, აგრეთვე – მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ზე. 4. თუ სტატუსის მაძიებლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები მოწმდება არსებულ პერიოდზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების პერიოდი თითოეულ შემთხვევაზე არ აღემატება ერთ თვეს და ასეთი ფაქტს ადგილი ჰქონდა არაუმეტეს 3-ჯერ. 6. თუ სტატუსის მაძიებელი ფლობს ეროვნული ან/და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ უსაფრთხოებისა და დაცულობის სერტიფიკატს, რომლებიც დაკავშირებულია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობებთან, იგი შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისთვის. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ექსპერტებისა და აუდიტორული დასკვნები, რომლებიც დაკავშირებულია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობებთან. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას შემოსავლების სამსახური ამოწმებს სტატუსის მაძიებლის სარგებლობაში არსებულ, საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ობიექტს. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით განსაზღვრული სტატუსის მაძიებელის კატეგორიას; 10. თუ სტატუსის მაძიებლის მიერ მოთხოვნილია მხოლოდ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის „გამარტივებული პროცედურები“ მიღება, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები, გარდა „ე.ვ“ ქვეპუნქტისა. 11. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, სტატუსის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები სტატუსის შესაბამისად. მუხლი 983. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭება 1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად, პირი, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს „განაცხადს“, რომელიც მოიცავს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით შევსებულ განცხადებასა და თვითშეფასების კითხვარს, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად. განაცხადი წარედგინება როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. 2. სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახური: ა) ამოწმებს განაცხადის და თვითშეფასების კითხვარის შევსების სისწორეს და თანდართული დოკუმენტების სისრულეს; ბ) ასევე უფლებამოსილია ნაწილობრივ შეისწავლოს წარმოდგენილი ინფორმაციის უტყუარობა; გ) იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების დანიშვნის, დამატებითი დოკუმენტების ან სხვა ინფორმაციის მოთხოვნის ან სტატუსზე უარის თქმის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური აცნობებს სტატუსის მაძიებელს. 4. შემოსავლების სამსახური სტატუსის მაძიებლის „განაცხადს“ განუხილველად ტოვებს იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებიდან (გარდა 987 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა) გასულია 3 წელზე ნაკლები. 5. შემოსავლების სამსახურის მიერ სტატუსის მაძიებლისაგან დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა ჩერდება არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. შემოსავლების სამსახური, მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით. 6. საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. 7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების დანიშვნიდან 120 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახური: ა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა სტატუსის მაძიებელი ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრულ პირობებს სტატუსის შესაბამისად; ბ) იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 8. თუ დაწყებული შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის გამო, საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან სტატუსის მაძიებელი ითხოვს დამატებით ვადას ნაკლოვანების აღმოფხვრის ან ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისათვის, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების შესახებ, რომელიც ეცნობება სტატუსის მაძიებელს. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით შეჩერებული შემოწმება და შესაბამისი ვადის დინება განახლდება დაუძლეველი ძალის აღმოფხვრისთანავე ან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შეჩერება მოხდა სტატუსის მაძიებლის მოთხოვნით – ნაკლოვანების აღმოფხვრის ან განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით. 10. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების შედეგები ფორმდება „შემოწმების აქტით“, რომლის გათვალისწინებითაც შემოსავლების სამსახური გამოსცემს ბრძანებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 11. საჭიროების შემთხვევაში, როგორც განაცხადის განხილვის, ისე შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში, სტატუსის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. 12. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს განუსაზღვრელი ვადით ენიჭება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატ(ებ)ი და „სპეციალური ლოგოს“ გამოყენების უფლება. „სპეციალური ლოგოს“ ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 13. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტატუსის მაძიებლის განაცხადისა და თვითშეფასების კითხვარის ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 14. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება სტატუსის მაძიებელს და სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. 15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლებელია სტატუსის მაძიებლის მიერ გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 984. გამარტივებები და შეღავათები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას 1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საქონლის გაფორმების პროცედურებთან ერთად, პრიორიტეტული წესით (მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში) ხორციელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება. 2. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელზე შესაძლებელია გაიცეს თანხმობა კუთვნილი საქონლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე დათვალიერების თაობაზე. 3. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელისათვის. 4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას ექვემდებარება ფიზიკური და დოკუმენტური შემოწმებისათვის ნაკლები სიხშირით შერჩევას. ამასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელების ალბათობა (სიხშირე) მცირდება აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების რაოდენობის გათვალისწინებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შემოსავლების სამსახურს წარმოუდგენს გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, წინასწარ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას) საქართველოში შემოტანამდე, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ფიზიკური დათვალიერების შესახებ, შემოსავლების სამსახური აცნობებს აღნიშნულის შესახებ სტატუსის მფლობელს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საბაჟო კონტროლის განხორციელებას ან/და გავლენას იქონიებს მის შედეგებზე). 6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ შესაბამისად, „უფლებამოსილი ექპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ მიმართვის შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს მიენიჭება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი. 7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვერ ისარგებლებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამარტივებებითა და შეღავათებით შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში: ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები; დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები; ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი; ზ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით; თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორია), იმ საქონლის გარდა, რომელიც გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით. მუხლი 985. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლი 1. შემოსავლების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მონიტორინგი: ა) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით; ბ) საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით ან დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე; 2. თუ სტატუსის მფლობელის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, შემოსავლების სამსახური ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგს. 3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელის გასვლითი მონიტორინგი ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის წერილის საფუძველზე. სტატუსის მფლობელს წერილი გასვლითი მონიტორინგის შესახებ შესაძლებელია გაეგზავნოს/წარედგინოს წინასწარ. 4. მონიტორინგის განხორცილების პროცედურები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. 5. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სტატუსის მინიჭების შემდეგ და რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტორიზაციის გაგრძელებაზე. 6. შემოსავლების სამსახური ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიზანმიმართულ შემოწმებას განახორციელებს: ა) თუ კანონმდებლობაში შესული ცვლილება შეეხება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღებისათვის აუცილებელ პირობებს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე; გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; დ) სტატუსის მინიჭებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სტატუსის მინიჭების მომენტისათვის პირი რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 3 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. 7. მიზანმიმართული შემოწმების ვადები არ უნდა აღემატებოდეს ამ ინსტრუქციის 983 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებს, ხოლო შემოწმების შედეგები ფორმდება იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. 8. მონიტორინგის/მიზანმიმართული შემოწმების განხორციელებისას მიღებული შედეგები ეცნობება ავტორიზაციის მფობელს და სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. მუხლი 986. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერება 1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი: ა) თუ არსებობს ისეთი გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია გახდეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების საფუძველი; ბ) თუ არსებობს ისეთი გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომ არ სრულდება ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობები; გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში. 2. შემოსავლების სამსახური, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერების განზრახვის თაობაზე, წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, აცნობებს სტატუსის მფლობელს. სტატუსი ჩერდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუადრეს 5 კალენდარული დღისა. 3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერტორის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია 30 კალენდარული დღით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის საჭირო დროისა და ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. 5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერებამდე, სტატუსის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. 6. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მის განახლებამდე, ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატ(ებ)ის გამოყენება და შესაბამისი გამარტივებებით ან/და შეღავათებით სარგებლობა. 7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად აჩერებს ამ სტატუსის შესაბამისად გაცემულ სხვა ავტორიზაციებსაც. 8. თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ფლობს ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე სერტიფიკატს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ-ერთის პირობას, შემოსავლების სამსახური შეაჩერებს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატით განსაზღვრულ სტატუსს, ხოლო მეორე სერტიფიკატით განსაზღვრული სტატუსი ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს შეუნარჩუნდება. 9. საგადასხადო ორგანო სტატუსის მფლობელს აცნობებს სტატუსის შეჩერების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 10. ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის შეჩერების შესახებ შესაძლებელია სტატუსის მფლობელის მიერ გასაჩივრებული იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 987. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმება 1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი: ა) ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში; ბ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; გ) თუ არ გრძელდება ამ ინსტრუქციის 986 მუხლის შესაბამისად შეჩერებული სტატუსი. 2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებიდან (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა), 3 წლის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განაცხადი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა მისი მოთხოვნა. 3. თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ფლობს ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე სერტიფიკატს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ-ერთის პირობას, შემოსავლების სამსახური აუქმებს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატით განსაზღვრულ სტატუსს, ხოლო მეორე სერტიფიკატით განსაზღვრული სტატუსი ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს შეუნარჩუნდება. 4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად აუქმებს ამ სტატუსის შესაბამისად გაცემულ სხვა ავტორიზაციებსაც. 5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებამდე, სტატუსის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. 6. შემოსავლების სამსახური, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების თაობაზე წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს სტატუსის მფლობელს. 7. ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის გაუქმების შესახებ შესაძლებელია სტატუსის მფლობელის მიერ გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –
შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 981 მუხლის მე-3 პუნქტითა და 984 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების მიღება.
|
მუხლი 3 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
2.
ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები