„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016979
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
177
31/05/2017
ვებგვერდი, 01/06/2017
230210000.22.033.016979
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/06/2017 - 31/08/2017)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №177

2017 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“„კ“ ქვეპუნქტები:

 „ზ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია.

თ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია;

ი) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია;

კ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია.“;

2. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი – ფარმაცევტული პროდუქტის მიმღები (იმპორტიორი).

8. ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი – საქონლის მიმღები (იმპორტიორი).“.

3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით;

ე) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციით.“.

4.

თავი XI-ის დანართი №XI–03-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1XI4 თავები:

თავი XI1

ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 501. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია

1. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით (დანართი №XI1–01) შესაძლებელია გაფორმდეს სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტი (შემდგომში – ფარმაცევტული პროდუქტი) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას, თუ არ არსებობს საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია.

2. ერთი ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების, ერთი და იმავე დანიშნულების (მიზნობრიობის) მქონე ფარმაცევტული პროდუქტი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.

3. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.

4. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით.

5. გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და ფარმაცევტული პროდუქტის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.

6.  ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 502. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის შევსება

ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:

ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;

ბ) გრაფა  1. „იმპორტიორი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) გრაფა 2. „მომწოდებელი“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამომგზავნი პირის მონაცემები (მათ შორის, იურიდიული მისამართი);

დ) გრაფა  3. „მომწოდებელი ქვეყანა“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამომგზავნი ქვეყნის და­სახელება და ციფრული კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;

ე) გრაფა 4. „მოვაჭრე ქვეყანა” – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის მოვაჭრე ქვეყნის და­სახელება და ციფრული კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ვ) გრაფა 5. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ზ) გრაფა 6. „საქონლის კოდი“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „3004“, რომელიც დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს ამ მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განყოფილებაში;

თ) გრაფა 7-ის:

თ.ა) განყოფილება „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;

თ.ბ) განყოფილება „საქონლის დანიშნულება“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების მიზნობრიობა: კომერციული, ჰუმანიტარული, სახელმწიფო შესყიდვა, სარეგისტრაციო ნიმუში, კლინიკამდელი ან კლინიკური კვლევა, სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობა;

თ.გ) განყოფილება „ფარმაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი“ – მიე­თითება საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ ფარ­მაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი;  მისამართის ცვლილების შემთხვევაში, გან­მც­ხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საა­გენ­ტოს;

ი) გრაფა 8. „პროდუქცია“ – გრაფის:

ი.ა) განყოფილება „№“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის რიგითი ნომერი;

ი.ბ) განყოფილება „ფარმ. პროდუქტის დასახელება“ – მარცხენა ქვეგანყოფილებაში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება, მისი ფორმა და შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა, ხოლო მარჯვენა ქვეგანყოფილებაში აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება, დოზა და საჭიროების შემთხვევაში – კონცენტრაცია;

ი.გ) განყოფილება „11 ნიშნა სეს ესნ კოდი“ – ივსება მხოლოდ დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში და მიეთითება ფარ­მაცევტული პროდუქტის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;

ი.დ) განყოფილება „ათვლის ერთეული“ – მიეთითება ათვლის ერთეულის და­სახელება (ფლაკონი, შეფუთვა, ამპულა და სხვ.);

ი.ე) განყოფილება „რაოდენობა“ – მიეთითება საქონლის რაოდენობა, განყოფილებაში „ათვლის ერთეული“ აღნიშნული ათვლის ერთეულის შესაბამისად;

ი.ვ) განყოფილება „სერია“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სერიის ნომერი;

ი.ზ) განყოფილება „მწარმ. ქვეყანა“ – მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც აწარმოეს ფარმაცევტული პროდუქტი;

ი.თ) განყოფილება „მწარმ. ქვეყნის კოდი“ – მიეთითება განყოფილებაში „მწარმ. ქვეყანა“ აღნიშნული ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ი.ი) განყოფილება „მწარმ. კომპანია“ – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომელიც აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქტს;

ი.კ) განყოფილება „პირდაპირი მოწოდება მწარმოებელი კომპანიიდან“ – მიეთითება დადებითი ან უარყოფითი პასუხი იმის მიხედვით, განხორციელდა თუ არა მწარმოებელი კომპანიიდან ფარმაცევტული პროდუქტის პირდაპირი მოწოდება იმპორტიორისათვის;

ი.ლ) განყოფილება „ერთეულის ფასი“ – მიეთითება ერთეულის ღირებულება, განყოფილებაში „ათვლის ერთეული“ აღნიშნული ათვლის ერთეულის შესაბამისად;

ი.მ) განყოფილება „თანხა“ – სისტემის მიერ ავტომატურად ანგარიშდება კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტის მთლია­ნი ღირებულება;

ი.ნ) განყოფილება „ვალუტა“ – მიეთითება განყოფილებაში „თანხა“ აღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვალუტის დასახელება;

ი.ო) განყოფილება „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება განყოფილებაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;

ი.პ) განყოფილება „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);

ი.ჟ) განყოფილება „სახელმწიფო რეგისტრ. №“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას მიეთითება შესაბამისი წერილის (მათ შორის, კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის, სახელმწიფო რეგისტრაციისათვის) ან შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი და თარიღი, ხოლო ფარმაცევტული პროდუქტის ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შემოტანისას მიეთითება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროება“ და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ნომრები;

ი.რ) განყოფილება „სპეც. კონტ. ნებართვის თარიღი/№“ – ივსება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ან/და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში და მიეთითება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის“ გაცემის თარიღი და ნომერი;

ი.ს) განყოფილება „წინასწარი შეთანხ. დოკ. თარიღი/№“ – ივსება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ან/და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში და მიეთითება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის განხორციელებისათვის გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი;

ი.ტ) განყოფილება „რეჟიმი“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმი (ეროვნული ან აღიარებითი);

ი.უ) განყოფილება „განსხ. შეფ./მარკ.“ – საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანის შემთხვევაში, მიეთითება იმ ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დასახელება, რომლის მიერაც აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი დაშვებულია შესაბამის ბაზარზე, სხვა შემთხვევაში მიეთითება უარყოფითი პასუხი;

ი.ფ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის ბრუტო წონა კილოგრამებში;

ი.ქ) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის ნეტო წონა კილოგრამებში. საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ზუსტი წონა (კგ) შესაძლებელია გამოისახოს ათწილადებში, მძიმის შემდეგ ორ ციფრამდე სიზუსტით;

კ) გრაფა 9. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ლ) გრაფა 10. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

მ) გრაფა 11. „საბაჟო ღირებულება“ – გრაფის:

მ.ა) განყოფილება „სხვა ხარჯები“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;

მ.ბ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით;

მ.გ) განყოფილება „ს.ღ.მ.“ – მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;

ნ) გრაფა 12. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება საბაჟო გამშვები პუნქტის დასახელება (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში;

ო) გრაფა 13. „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

პ) გრაფა 14. „წინმსწრები დოკუმენტი” – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტში გაცხადებამდე საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ან/და დროებით შენახვა ხორციელდებოდა აღრიცხვის მოწმობით, ელექტრონული მოწმობით ან განაცხადით;

ჟ) გრაფა 15. „B დაწვრ. გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B” – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.

             თავი XI2

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 503. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება

1. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI2–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

2. ერთი „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.

3. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება განყოფილებებისაგან, რომელთაგან:

ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს;

ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტს“;

გ) მე-3 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს“ და ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.

5. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ ასევე შესაძლებელია ფიტოსანიტარიულ კონტროლთან ერთად ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (სეს ესნ-ის 1001, 1002, 1003, 1004, 1005, 1006, 1007 და 1008 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მარცვლოვანები, 1213 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი ჩალა და 1214 სასაქონლო პოზიციაში შემავალი თივა) გაფორმება. ამასთან, საბაჟო დეკლარაციის პირველი განყოფილების შევსებამდე, თავდაპირველად ივსება დეკლარაციის მე-3 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“, ხოლო შემდეგ დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.  

6. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.

7. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის(www.rs.ge) საშუალებით.

8. დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-3 განყოფილების ნაწილი II („გადაწყვეტილება ტვირთზე“) და დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.

10. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება, ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 მუხლი 504. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება

1. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:

ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;

ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები;

გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული მონაცემები;

დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები;

ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-6 გრაფაში მითითებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა;

ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება  „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული ქვეყნის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ტვირთის საბოლოო განთავსების ადგილის მისამართი „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად;

ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;

ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);

ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში;

პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;

ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“:

რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილებების „პროდუქციის დასახელება“ და „მცენარეების ბოტანიკური დასახელება“ შესაბამისად;

რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;

რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეულის“ შესაბამისად;

რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში;

რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობას“ შესაბამისად;

რ.ვ) განყოფილება „შეფუთვის სახე“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „შეფუთვის სახე, რაოდენობა“ შესაბამისად;

რ.ზ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით;

რ.თ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;

რ.ი) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;

რ.კ) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება:

რ.კ.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;

რ.კ.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;

რ.კ.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;

რ.კ.დ) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან გათავისუფლება;

ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში:

ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.

ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა;

ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი;

ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება:

ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;

ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;

ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ღ) გრაფა 22. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგი „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად, ამ ინსტრუქტიის 503 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე – ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად;

ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.

2. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 და მე-3 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესვლის დოკუმენტების შევსების წესების შესაბამისად.

თავი XI3

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 505. ვეტრინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI3–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი (ცოცხალი ცხოველების გარდა).

2. ერთი „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.

3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება 2 განყოფილებისაგან, რომელთაგან:

ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს;

ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს“.

4. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.

5. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.

6. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით.

7. დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილ II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.

8.  „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 506. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:

ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;

ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები;

გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული მონაცემები;

დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები;

ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-6 გრაფაში მითითებული პროდუქტის საბოლოო წარმოების, დამზადების ან შეფუთვის ადგილი;

ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება  „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული ქვეყნის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის მისამართი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად;

ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;

ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);

ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში;

პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;

ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“:

რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საქონლის დასახელება“ შესაბამისად;

რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;

რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეული“ შესაბამისად;

რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში;

რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობა“ შესაბამისად;

რ.ვ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით;

რ.ზ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;

რ.თ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;

რ.ი) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება:

რ.ი.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;

რ.ი.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;

რ.ი.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;

ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში:

ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.

ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა;

ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი;

ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება:

ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;

ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;

ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ღ) გრაფა 17. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად;

ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.

2. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესვლის დოკუმენტის შევსების წესის შესაბამისად.

თავი XI4

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია

 მუხლი 507. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI4–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე)  დეკლარირებული, ვეტერინარულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველები.

2. ერთი „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.

3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება 2 განყოფილებისაგან, რომელთაგან:

ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს;

ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №10 დანართით გათვალისწინებული „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი – ცხოველების“.

4. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.

5. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.

6. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით.

7. დეკლარირებული ცოცხალი ცხოველების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.

8.  „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 508. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:

ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;

ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები;

გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული მონაცემები;

დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები;

ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული ცხოველების წარმოშობის ქვეყანა;

ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის საქართველოში გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ცხოველების საბოლოო ჩამოტვირთვის ადგილის მისამართი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად;

ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;

ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);

ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში;

პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;

ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“:

რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „ცხოველის დასახელება“ შესაბამისად;

რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;

რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეული“ შესაბამისად;

რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში;

რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობა“ შესაბამისად;

რ.ვ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით;

რ.ზ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;

რ.თ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;

რ.ი) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება:

რ.ი.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;

რ.ი.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;

რ.ი.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;

ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში:

ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.

ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა;

ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი;

ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება:

ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;

ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;

ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);

ღ) გრაფა 17. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ მე-2 ნაწილის 32-ე გრაფის შესაბამისად;

ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.

2. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (ცხოველების) შესვლის დოკუმენტის შევსების წესის შესაბამისად.“.

5. თავი XI1-ის შემდეგ დაემატოს დანართი NXI1-01 თანდართული რედაქციით.
6. თავი XI2-ის შემდეგ დაემატოს დანართი NXI2-01 თანდართული რედაქციით.
7. თავი XI3-ის შემდეგ დაემატოს დანართი NXI3-01 თანდართული რედაქციით.
8. თავი XI4-ის შემდეგ დაემატოს დანართი NXI4-01 თანდართული რედაქციით.
9. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტისას, თუ არ არსებობს საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია;

დ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი