დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირში „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოში“ არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016213 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2017 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირში „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოში“ არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 თებერვლის №10 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი 18/02/2016, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016178) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიულ პირში „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოში“ არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-2, 25-ე და 26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები