„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016489
38
31/05/2017
ვებგვერდი, 01/06/2017
010320040.22.026.016489
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №38

2017 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016232) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,10. ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში საქართველოს თავდაცვის ატაშეს მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფო მართვა, თავდაცვა და უსაფრთხოება);

ბ) თავდაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია ,,დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“;

გ.გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია