შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43-7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016475
43-7
20/05/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
480610000.03.030.016475
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“),

გამოხატავენ რა, ორივე სახელმწიფოს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების განმტკიცებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების სურვილს,

შეთანხმდნენ შემდეგზე: 


მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები განამტკიცებენ და განავითარებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესაბამისად.

 

მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები ტურიზმის სფეროში მოქმედი თავიანთი ეროვნული ადმინისტრაციების მეშვეობით ხელს შეუწყობენ ორ სახელმწიფოს შორის ორგანიზებული და არაორგანიზებული ტურიზმის განვითარებას.

 

მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი რეისების განხორციელებას ორ სახელმწიფოს შორის ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის მიზნით.

 

მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები ტურიზმის სფეროში მოქმედი თავიანთი ეროვნული ადმინისტრაციების მეშვეობით ხელს შეუწყობენ საქართველოს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და ტურიზმის ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის განვითარებას.

 

მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ გამოფენების, სემინარებისა და ტურიზმის სფეროში სხვა ღონისძიებების ორგანიზებას.

 

მუხლი 6

შეთანხმების განხორციელებისა და ინტერპრეტაციის დროს წარმოშობილი დავები მოგვარდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 7

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.

 

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს.

წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება ხუთი (5) წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთი (5) წლის ვადით, სანამ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მინიმუმ 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება.

ხელმოწერილია 2017 წლის 20 მაისს, ქ. ამანში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბარად ავთენტურია. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

იორდანიის ჰაშიმიტური

სამეფოს მთავრობის სახელით

ხელმოწერილია