დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016395 |
|
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016373. თარიღი 01/11/2016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,მუხლი 2. დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა დანართი №2 -ის და №3-ის შესაბამისად.’’. 2.დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი მე-4 პუნქტი: ,,4.იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობისათვის თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №3 დანართის შესაბამისად.’’. 3.დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,2.თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის ქვითარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობისათვის თანადაფინანსებაზე თანხმობის შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანადაფინანსების ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, რომ სამინისტრო სამუშაოების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ჩარიცხავს თანხას სამუშაოების შემსრულებლის ანგარიშზე. სამინისტროს მიერ გაცემული დაპირების საფუძველზე, განხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობისათვის თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები