დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-35/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.035.016450 |
|
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) დამტკიცებულ დანართში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის: |
1.
2.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.9. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 211) ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
2.
2.9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.10 პუნქტი:
„2.10. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 212-213-214-215-216-217-218-219-220-221-222-223) ა) უმაღლესი განათლება; ბ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Power Point) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 31 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები