„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016297
15
30/05/2017
ვებგვერდი, 01/06/2017
010250020.35.112.016297
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2017 წლის 30 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016168) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მესამე მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა/შეცვლა.“

2. მესამე მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) „დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, დასახლების საზღვრების შეცვლის შესახებ ინიციატივის განხილვა და შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.“.

3. მესამე მუხლის მე-15 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს ან/და გამგებელს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით“.

4. მესამე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. საკითხები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკრებულომ შეიძლება განიხილოს და გადაწყვიტოს გამგებლის წარდგინებით საკრებულოს სხდომაზე განიხილება და წყდება მხოლოდ გამგებლის წარდგინებით. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს უფლება აქვს:

ა) დაამტკიცოს წარმოდგენილი ვარიანტი;

ბ) არ დაამტკიცოს წარმოდგენილი ვარიანტი და შენიშვნებით უკან დაუბრუნოს გამგებელს;

გ) დაამტკიცოს წარმოდგენილი ვარიანტი გარკვეული ცვლილებებით გამგებელთან შეთანხმების საფუძველზე. გამგებელთან შეთანხმება შესაძლებელია განხორციელდეს წერილობითი მიმოწერის ან/და საკრებულოს სხდომაზე გამგებლის ან/და მის მიერ წერილობით უფლებამოსილი პირის მიერ ზეპირი თანხმობის ფორმით, რის შესახებაც ჩანაწერი შეიტანება სხდომის ოქმში.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურ მოწვევას.“.

6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

1. საკრებულოს წევრს ხარჯები აუნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომებში, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის. ასევე, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისათვის და ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღებისათვის.

2. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულების ამსახველი საოქმო ჩანაწერები.

3. საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობების ამსახველი საოქმო ჩანაწერების აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატის უფროსი და ყოველი თვის არაუგვიანეს 21 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) ერთიანი მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისთვის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

5. საკრებულოს წევრის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრებს აუნაზღაურდებათ, რომლის ზღვრული ოდენობაა თვეში 397.5 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი.

6. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური ყოველთვიურად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

7. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

8. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე.“.

7. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის თანამდებობის პირები, ასევე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები და სხვა საჭირო მასალები. დასკვნები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, მოძიებას ან/და დიდი მოცულობისაა, კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.“.

8. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

1) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია წერილობით (კომისიის ტიტულიან ბლანკზე შესრულებული) მიმართოს გამგეობის თანამდებობის პირებს, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;“.

9. 108-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.lanchkhuti.org.ge ან/და მათ ღიად განთავსებას ადმინისტრაციულ შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.“

10. 110-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. „საკრებულოს სხდომის ოქმი საკრებულოს აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ სხდომის გამართვიდან 5 დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით, სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“.

11. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები

„1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს.

2. შეკითხვის წესით შესაბამისი თანამდებობის პირისგან, ასევე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელისგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. წერილობითი ან ზეპირი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება.

4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. თანამდებობის პირს, ასევე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი საკითხის შემდგომი განხილვის გარეშე.

6. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში თანამდებობის პირი, ასევე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს წევრის დასმულ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხიც.“.

12. 116-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ გამგეობის შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.“.

13. 116-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის თანამდებობის პირები, ასევე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს, ბიუროს, კომისიის ან/და ფრაქციის მოთხოვნით გონივრულ ვადაში წარუდგინონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში დაესწროს საკრებულოს, ბიუროს, კომისიის ან/და ფრაქციის სხდომას და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.“.

14. ამოღებულ იქნეს 139-ე მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე