„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 31/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016241
82/04
30/05/2017
ვებგვერდი, 31/05/2017
220010040.18.011.016241
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №82/04

2017 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.“.

2. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების  ფლობის და განკარგვის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველად აუქციონზე შეძენა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ მხოლოდ კომერციული ბანკების მეშვეობით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით, ასევე კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 31 მაისს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე