დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარაებელი ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2004 - 18/01/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №616
2004 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნითა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს (ISAB) რეკომენდაციის გათვალისწინებით, �საქართველოს თავდაცვის შესახებ� �საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების წინამდებარე ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ირ. ოქრუაშვილი).
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) და თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (ალ. ალექსიშვილი) ერთად უზრუნველყონ გადაცემული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული საშტატო ქონების, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია):
ა) უზრუნველყოს 2005 წლის �სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონში თავდაცვის სამინისტროსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გადაცემული ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გათვალისწინება;
ბ) მოამზადოს და 2005 წლის პირველ თებერვლამდე წარმოადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) გადმოცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 წლის პირველ თებერვლამდე უზრუნველყოს გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკომ პლექტება.
6. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში � ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა.
7. ბრძანებულება ძალაშია 2005 წლის პირველი იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები
| N | სამხედრო ნაწილის დასახელება | პირადი შემადგენლობა შტატით | ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი | შენიშვნა |
| 1 | I ოპერატიული ბრიგადა (ს/ნ 2052) | 1210 | ქ. თბილისი |
|
| 2 | სპეც. დანიშნულების პოლკი (ს/ნ 2055) | 710 | ქ. თბილისი |
|
| 3 | დაცვისა და უზრუნველყოფის ბატალიონი (ს/ნ 2051) | 368 | ქ. თბილისი |
|
| 4 | საავიაციო ესკადრილია (/ნ 2057) | 71 | ქ. თბილისი |
|
| 5 | II სამმართველო (აფხაზეთი) (ს/ნ 2070) | 676 | ქ. ტყიბული |
|
| 6 | სამიდიცინო სანიტარიული ნაწილი (ს/ნ 2081) | 161 | ქ. თბილისი |
|
| 7 | ცალკეული მოტომსროლელი პოლკი (ს/ნ 2082) II მოტომსროლელი ბატალიონი (ს/ნ 2060) | 487 | ქ. ზუგდიდი
ქ. ბათუმი | I მოტომსროლელი ბატალიონის გარეშე (ს/ნ2072) (პ.შ. 185) |
|
| სულ: | 3773 |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები