დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №27 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.144.016274 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №27 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №27 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 21/07/2014, 010260000.35.144.016160) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „რ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271 მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე, 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და მე-2 პუნქტების, 152-ე, 1522, 1533, 1534, 159-ე, 1591, 1792, 239-ე-2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” 31-ე − 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის და 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები