დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.019973 |
|
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესი
|
მუხლი 1. ძირითადი დებულებები
1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უსაფრთხოების პოლიტიკის (NATO Security Policy) შესაბამისად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებით წესდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების აუცილებელი მინიმალური სტანდარტები. 2. ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს ფიზიკური დაცვითი ზომები იმ ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია. 3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები უნდა გატარდეს კომპლექსურად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ზომებთან ერთად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ბ) ფიზიკური უსაფრთხოება – ფიზიკური დაცვის აქტიური და პასიური ზომების ერთობლიობა იმ ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია; გ) დაცვის აქტიური ზომები – დაცვის ზომები, რომლებიც მოიცავენ არაუფლებამოსილი შეღწევის საფრთხეების გამოვლენის, შეფერხებისა და ამგვარი ფაქტების შეტყობინების სისტემებსა და ტექნოლოგიებს; დ) დაცვის პასიური ზომები – დაცვის ზომები, რომლებიც მოიცავენ არქიტექტურის, რელიეფისა და განათების ეფექტიან გამოყენებას შესაძლო არაუფლებამოსილი შეღწევის საფრთხეების შესამცირებლად, ასარიდებლად ან შესაფერხებლად; ე) მიყურადება – აქტიური ან პასიური მიყურადება, რაც მოიცავს კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის დაზიანების, განადგურების ან არაზუსტი ინფორმაციით ჩანაცვლების ქმედებას ან/და ამგვარი ინფორმაციის მოპარვას ან სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით ფარულ მიყურადებას/თვალთვალს. აქტიური მიყურადებისაგან განსხვავებით, პასიური მიყურადება მიზნად არ ისახავს ინფორმაციაზე რაიმე გავლენის მოხდენას; ვ) ღია შენახვის ადგილი – ადგილი, სადაც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია ინახება ღია სახით (უსაფრთხოების კონტეინერის გარეშე); ზ) ოფისი – ადგილი, სადაც ხდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავება (მიღება, შენახვა, გაგზავნა და დაარქივება); თ) დაცვის სამსახური – შესაბამისი საჯარო დაწესებულება ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების დაცვას, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია; ი) უსაფრთხოების კონტეინერი – ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შესანახად განკუთვნილი სათავსი (სეიფი, საკეტიანი დოკუმენტების კარადა, საკეტიანი უჯრა და სხვა შესაბამისი საკეტით აღჭურვილი სათავსი), რომელიც იცავს კლასიფიცირებულ ინფორმაციას არაუფლებამოსილი წვდომისაგან; კ) ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმება – შესაბამისი ტექნიკური სამსახურის მიერ ჩატარებული ტექნიკური შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლო მიყურადების გამოვლენას. მუხლი 3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები 1. ოთახი, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, დაცული უნდა იქნეს დაცვის შესაბამისი აქტიური და პასიური ზომებით, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) ინფორმაციის კლასიფიკაციის დონე; ბ) ინფორმაციის რაოდენობა, ფორმა (დოკუმენტი, ნაკეთობა, ელექტრონული მონაცემთა მატარებელი და სხვა) და შენახვის მეთოდი; გ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (Personnel Security Clearance (PSC)) და ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპი (Need-to-Know); დ) ტერორისტული, დივერსიული ან სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის საფრთხე. 2. ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები შემუშავებული უნდა იქნეს, რათა მოხდეს: ა) არაუფლებამოსილი შეღწევის აღკვეთა; ბ) არაუფლებამოსილი შეღწევის გამოვლენა და მასზე დაუყოვნებლივ რეაგირება; გ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან პერსონალის ინდივიდუალური დაშვება, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის დაცვით; დ) არაკეთილსინდისიერ თანამშრომელთა მოქმედების გამოვლენა, დაბრკოლება და შეკავება. 3. ფიზიკური უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს – „დაცვა სიღრმეში“ (Defence in Depth), რაც გულისხმობს ობიექტის გარე პერიმეტრის, შიდა პერიმეტრის, უსაფრთხოების ზონის, დაცული ოთახის, სეიფის, უსაფრთხოების კონტეინერის ან ინფორმაციის ღია შენახვის ადგილის უსაფრთხოების სისტემურ უზრუნველყოფას. 4. ფიზიკური უსაფრთხოების სისტემის ოპტიმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი ცალკეული უსაფრთხოების ზომებისა და მთლიანი უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, დაცვის სამსახურის მიერ შემუშავებულ ინციდენტებზე რეაგირების სამოქმედო გეგმების პერიოდული გამოცდის გზით. ასეთი შეფასება უნდა ჩატარდეს დასაცავ ტერიტორიაზე ან უსაფრთხოების სისტემის შემადგენელ ნაწილებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევებში. 5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ფიზიკური უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, გასცემს რეკომენდაციებს, ასევე მიუთითებს ფიზიკური უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 6. დაწესებულებაში/ორგანოში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ევაკუაციის, დაცვის ან განადგურების გეგმა შედგენილი უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული რეკომენდაციებისა და აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. მუხლი 4. უსაფრთხოების ზონები 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია ინახება და მუშავდება შემდეგ უსაფრთხოების ზონებში: ა) ნატოს I კლასის უსაფრთხოების ზონა წარმოადგენს ადგილს, სადაც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია მუშავდება და ინახება იმგვარად, რომ აღნიშნულ ზონაში შეღწევა იძლევა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას. ასეთი ზონა საჭიროებს: ა.ა) მკაფიოდ განსაზღვრულ და დაცულ ადგილს, სადაც ყოველი შესვლა და გასვლა კონტროლდება; ა.ბ) შეღწევის კონტროლის სისტემას, რომელიც აღნიშნულ ზონაში დაუშვებს მხოლოდ შესაბამისი დაშვების მქონე პირებს; ბ) ნატოს II კლასის უსაფრთხოების ზონა წარმოადგენს ადგილს, სადაც მუშავდება და ინახება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია იმგვარად, რომ აღნიშნული ზონის შიგნით მოქმედი კონტროლის მექანიზმები უზრუნველყოფენ კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვას არაუფლებამოსილი წვდომისაგან. ასეთი ზონა საჭიროებს: ბ.ა) მკაფიოდ განსაზღვრულ და დაცულ ადგილს, სადაც ყოველი შესვლა და გასვლა კონტროლდება; ბ.ბ) შეღწევის კონტროლის სისტემას, რომელიც აღნიშნულ ზონაში თანმხლები პირის გარეშე დაუშვებს მხოლოდ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვების მქონე პირებს. ყველა სხვა პირისთვის უნდა დაწესდეს თანმხლები პირის ზედამხედველობის ან სხვა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე არაუფლებამოსილი წვდომა და არაკონტროლირებადი შეღწევა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ექვემდებარება ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმებას. 2. სამუშაო დღის ბოლოს უსაფრთხოების ზონებში უნდა შემოწმდეს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის სათანადო დაცულობა. ეს წესი არ ვრცელდება უსაფრთხოების ზონებზე, რომლებშიც საქმიანობა ხორციელდება 24-საათიან რეჟიმში. მუხლი 5. ადმინისტრაციული ზონა ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონის წინ ან გარშემო შესაძლოა დაწესდეს ადმინისტრაციული ზონა, რომელიც მოითხოვს მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილს, სადაც შესაძლებელი იქნება პიროვნებათა და სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებაზე კონტროლის განხორციელება. ადმინისტრაციულ ზონაში შესაძლებელია, მხოლოდ NATO RESTRICTED (NR) დონის კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვა და დამუშავება. მუხლი 6. ღია შენახვის ადგილი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ღია შენახვის ადგილი განისაზღვრება დაწესებულების/ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით. იგი მოწყობილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: ა) კონსტრუქცია (პერიმეტრის კედლები, იატაკი და ჭერი) უნდა იყოს მყარად დაკავშირებული ერთმანეთთან და იმგვარად მოწყობილი, რომ არაუფლებამოსილი შეღწევის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვიზუალური კვალის აღმოჩენა; ბ) შესასვლელი კარი უნდა იყოს დამზადებული ხის, ლითონის ან სხვა მტკიცე მასალისაგან და აღჭურვილი იყოს სამპოზიციანი კოდირებული საკეტით. კარის ანჯამები მიმაგრებული უნდა იყოს შიგნიდან; გ) სავენტილაციო არხები, მილები და სხვა მსგავსი ღიობები, რომლებიც აღემატება 620 სმ2-ს (და 15 სანტიმეტრს მის უმცირეს განზომილებაში) და შედის ან კვეთს ღია შენახვის ადგილს, დაცული უნდა იქნეს ლითონის გისოსებით ან შეღწევის გამომვლენი სისტემით; დ) ყოველი ფანჯარა, რომელიც იძლევა დაწესებულებაში კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაკვირვების საშუალებას, უნდა დამზადდეს გაუმჭვირვალე მასალისაგან ან აღჭურვილი უნდა იქნეს ჟალუზებით, ფარდებით ან სხვა საფარი საშუალებებით; ე) მიწის დონეზე არსებული ან სხვა (მაგალითად, სახურავიდან, ვერანდიდან ან მიშენებებიდან) ადვილად ხელმისაწვდომი ფანჯრები მოწყობილი უნდა იქნეს ან დაიფაროს ძალისმიერი შეღწევისგან დამცავი მასალით. სავალდებულო არ არის, რომ ფანჯრებზე უზრუნველყოფილი დაცვის სიმყარე აღემატებოდეს მომიჯნავე კედლების სიმყარეს. ღია შენახვის ადგილები, რომლებიც მოწყობილია კონტროლირებადი ტერიტორიის შემადგენელ ნაწილზე, შესაძლოა არ საჭიროებდეს ძალისმიერი შეღწევისგან დაცვას, თუ ფანჯრები არაფუნქციონირებადია მათი სამუდამოდ დალუქვის გზით ან შიგნიდან აღჭურვილია ჩამკეტი მექანიზმითა და შეღწევის გამომვლენი სისტემით. მუხლი 7. გარე პერიმეტრის უსაფრთხოება 1. გარე პერიმეტრის ღობე განსაზღვრავს დასაცავი ტერიტორიის ფიზიკურ საზღვრებს და წარმოადგენს საიმედო ფიზიკურ ბარიერს. ღობის დაცვის დონე დამოკიდებულია მის სიმაღლეზე, კონსტრუქციაზე, მისი მშენებლობისას გამოყენებულ სამშენებლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დამატებით მახასიათებლებზე, რომლებიც აუმჯობესებენ მის დანიშნულებას და ეფექტიანობას (მაგალითად, სათვალთვალო კოშკი ან პუნქტი, ვიდეოკონტროლი, განათება, პერიმეტრზე შეღწევის გამომვლენი სისტემა და ა.შ.). პერიმეტრის ღობეს უნდა გააჩნდეს დაშვების კონტროლის მექანიზმით აღჭურვილი შესაბამისი დონის შესასვლელი. 2. გარე პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2,15 მ სიმაღლის ღობით. დასაცავი ობიექტის გარშემო უნდა არსებობდეს 30 მ რადიუსის თავისუფალი სივრცე. ღობის ზედა ნაწილზე, მთელი პერიმეტრის გასწვრივ, უნდა იყოს დამაგრებული 40 სმ სიმაღლის T-ს ფორმის ან 45°-ით გარეთ გადახრილი კონსტრუქცია მავთულხლართებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარე პერიმეტრის ღობის სათანადოდ მოწყობა, დასაშვებია უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით. მუხლი 8. ოფისის ფანჯრები ოფისის ფანჯრები: ა) უნდა იყოს დამზადებული ისეთი გამძლე მასალისგან, რომელიც გამორიცხავს გარედან ძალადობრივ შეღწევას ან/და აღჭურვილი იყოს კედელში, სულ მცირე, 2 სმ-ით ჩაშენებული ფოლადის გისოსებით, რომლის ძელებს შორის მანძილი არ აღემატება 15 სმ-ს; ბ) არ უნდა გადიოდეს ქუჩის მხარეს და იყოს შეუღწევადი ეზოდან, სახურავიდან, აივნიდან ან სხვა მომიჯნავე შენობიდან ან მიშენებიდან. უნდა იყოს 5,5 მ-ზე მეტი მანძილით დაშორებული დაუცველი ზედაპირიდან, სახურავიდან ან სანიაღვრე მილიდან; გ) შიგნიდან უნდა იყოს აღჭურვილი ჩასაკეტი მექანიზმითა და სიგნალიზაციით; დ) დაფარული უნდა იყოს ფარდებით, ჟალუზებით ან სხვა მსგავსი გაუმჭვირვალე საფარით. მუხლი 9. განათება 1. განათება წარმოადგენს არაუფლებამოსილი შეღწევისათვის მაღალი დონის დამაბრკოლებელ ფაქტორს. იგი აუცილებელია დაცვის სამსახურისთვის პირდაპირი ან ვიდეოთვალის საშუალებით ობიექტის მეთვალყურეობისათვის. განათების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ვიდეოთვალის მინიმალურ მოთხოვნებს და მისი დამონტაჟება უნდა მოხდეს შესაბამის ადგილებში, ტერიტორიის პირობებიდან გამომდინარე. 2. საიმედო კონტროლის განხორციელების მიზნით, ოფისის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი დერეფანი მუდმივად უნდა იყოს განათებული. მუხლი 10. შეღწევის გამომვლენი სისტემები 1. პერიმეტრზე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეღწევის გამომვლენი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დონის ამაღლებას. შეღწევის გამომვლენი სისტემები შესაძლოა დამონტაჟებულ იქნეს ფარული სახით ან ღიად, რათა ისევე იმოქმედოს, როგორც შემაკავებელმა ფაქტორმა. გამომდინარე იქიდან, რომ შეღწევის გამომვლენ სისტემებს გააჩნიათ ცრუ განგაშისადმი მიდრეკილება, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ განგაშის გადასამოწმებელ სისტემასთან ერთად (მაგალითად, ვიდეოკონტროლი). 2. უფლებამოსილი სპეციალისტების მიერ სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს შეღწევის გამომვლენი სისტემების ფუნქციონირების შემოწმება ტესტირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. 3. დაცვის სისტემის კომპონენტების მონაცემები (განგაში, ვიდეომასალა და კონტროლის სხვა შესაძლებლობები) ქრონომეტრულად უნდა ფიქსირდებოდეს უწყვეტ რეჟიმში და ინახებოდეს მონაცემთა ბაზაში, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში, გამოძიებისა და გაანალიზების მიზნით, ჩანაწერის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობით. 4. შეღწევის ყოველი მცდელობის შესახებ ტექნიკური მოწყობილობებით ჩაწერილი ინფორმაცია უნდა ინახებოდეს უსაფრთხოების კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული შემთხვევების შემდგომში გამოძიებისა და გაანალიზების შესაძლებლობის მიზნით. 5. შეღწევის გამომვლენი სისტემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოთახებსა და შენობებში დაცვის სამსახურის პერსონალის ნაცვლად ან მათ დასახმარებლად. სისტემის ეფექტიანობისათვის უნდა არსებობდეს საპასუხო რეაგირების ჯგუფი, რომელიც დროულად მოახდენს რეაგირებას განგაშის სიგნალზე. მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური 1. დაცვის სამსახურის პერსონალი გამოიყენება საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და საპასუხო რეაგირების ჯგუფის დაკომპლექტების, პატრულირებისა და უსაფრთხოების შემოწმების მიზნით. 2. დაცვის სამსახურის მოვალეობები და პატრულირების სიხშირე დამოკიდებულია მოსალოდნელი საფრთხის დონესა და ობიექტზე არსებულ დაცვის სისტემებზე ან ტექნიკურ მოწყობილობებზე. დაცვის სამსახური უნდა მოქმედებდეს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებული ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად გაწერილი ინსტრუქციის მიხედვით. დაცვის სამსახურის პერსონალს უნდა გააჩნდეს საკომუნიკაციო საშუალებები ობიექტის უსაფრთხოების კონტროლის ცენტრთან დასაკავშირებლად. 3. დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების ზონის მთლიანობის დასაცავად უნდა წარადგინოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან ან ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე კვალიფიციური პერსონალი. მუხლი 12. შესვლის კონტროლი 1. შესვლის კონტროლი გარე პერიმეტრზე, შენობაში ან ოთახებში შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული, ელექტრომექანიკური, დაცვის სამსახურის პერსონალის ან სხვა ფიზიკური კონტროლის მექანიზმების საშუალებით. ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში შესვლის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს საშვთა ან პიროვნების ამომცნობი სისტემების საშუალებით. 2. საშვები უნდა დაინომროს და მათზე განთავსდეს მფლობელის მონაცემების მოკლე აღწერა და ფოტოსურათი. საშვზე არ უნდა იყოს მითითებული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მფლობელის ინდივიდუალური დაშვების დონე და თუ რომელ უსაფრთხოების ზონაში შეღწევის უფლებას იძლევა იგი. დაწესებულების/ორგანოს შესაბამისმა სამსახურმა უნდა მოახდინოს ყველა პირზე გაცემული საშვის აღრიცხვა. 3. პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, სავალდებულოა უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციულ ზონაში საშვების ღიად და მუდმივად ტარება. 4. მუდმივი საშვი, რომელიც იძლევა უსაფრთხოების ზონაში თანმხლები პირის გარეშე გადაადგილების უფლებას, გაიცემა მხოლოდ იმ პირობით, რომ მიმღებს გააჩნია შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება და ნამდვილად ესაჭიროება წვდომა, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპიდან გამომდინარე. 5. საშვის გამოყენების უფლება გააჩნია მხოლოდ მის მფლობელს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვაზე. საშვის დაკარგვის ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენების ყოველი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურებს. საშვის დაკარგვა პირველ ჯერზე შესაძლოა ჩაითვალოს საპატიოდ, მაგრამ მისი რამდენჯერმე დაკარგვა შესაძლოა განხილულ იქნეს უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევად. 6. შესვლის კონტროლის სისტემა უნდა ახდენდეს იმ პირთა ვინაობის აღრიცხვასა და მკაცრ კონტროლს, რომლებიც შედიან ან რჩებიან უსაფრთხოების ზონაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ცალკეულ შემთხვევაში (მაგალითად, ნატოს I კლასის უსაფრთხოების ზონაში) შესაძლოა სავალდებულო გახდეს შესვლის ისეთი კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც აღრიცხავს არამარტო შესვლისა და გასვლის მონაცემებს, არამედ არ დაუშვებს არასამუშაო საათებში შესაბამისი ნებართვის გარეშე შეღწევას. დაცვის სამსახურის პერსონალმა, ოფისის თანამშრომელთა არასამუშაო საათებში მუშაობის ყოველი შემთხვევის შესახებ, უნდა აცნობოს ასეთ თანამშრომელთა ზემდგომ პასუხისმგებელ პირს. მუხლი 13. ვიზიტორთა გადაადგილების უფლება 1. ვიზიტორის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დონე, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპი, მისი მოქალაქეობა და სპეციალური კონტროლის მოთხოვნები განსაზღვრავენ უსაფრთხოების ზონაში მისი შეღწევის საკითხს, თანმხლებ პირთან ერთად ან თანმხლები პირის გარეშე. 2. ყველა ვიზიტორმა ღიად და მუდმივად უნდა ატაროს ვიზიტორის საშვი. 3. ვიზიტორები, რომლებიც ტერიტორიაზე გადაადგილდებიან თანმხლებ პირთან ერთად, უნდა იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. 4. თუ ვიზიტორებს ესაჭიროებათ სხვადასხვა სამსახურის ან მომუშავე პერსონალის მონახულება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ერთი თანმხლები პირიდან მეორის ოფიციალური მეთვალყურეობის ქვეშ გადასვლა. 5. აუცილებელია ნატოს I კლასის უსაფრთხოების ზონაში ვიზიტორის შესვლისა და გამოსვლის დროის, მისი სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების, მიმღებ პირთა ვინაობისა და ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დონის საშვთა კონტროლის სისტემაში ზუსტად დაფიქსირება. ვიზიტორის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მხოლოდ მოქმედ ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, როგორიცაა პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 6. ვიზიტორებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი დონის დაშვება და მათი უსაფრთხოების ზონაში ყოფნა განპირობებულია ინფორმაციის გაცნობის საჭიროების (Need-to-Know) პრინციპით, ქვერეგისტრზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით, დასაშვებია მიეცეთ თანმხლები პირის გარეშე გადაადგილების დროებითი საშვი. ყველა სხვა პირი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად. 7. ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვის დროს საჭიროა ვიზიტის მსურველი დაწესებულებიდან/ორგანოდან ოფიციალური შეტყობინების წინასწარ გაგზავნა მიმღებ დაწესებულებაში/ორგანოში, რომელსაც თან უნდა ახლდეს ვიზიტორის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან პასპორტის) მონაცემები. 8. ვიზიტორებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, აქვთ მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ ადმინისტრაციულ ზონაში გადაადგილების უფლება და ეკრძალებათ ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში შესვლა. ქვერეგისტრზე პასუხისმგებელი პირის ნებართვის მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზონაში მათი გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. თუ ვიზიტორს არ გააჩნია შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, მაშინ იგი უსაფრთხოების ზონაში დაიშვება მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად. 9. პრესისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნებადართულია მხოლოდ უსაფრთხოების ზონის გარეთ. მუხლი 14. ტექნიკური და დასუფთავების პერსონალი 1. ტექნიკური და დასუფთავების პერსონალის უსაფრთხოების ზონაში შესვლა დასაშვებია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შესაბამისი დონის ინდივიდუალური დაშვების მქონე ზედამხედველის, ქვერეგისტრზე პასუხისმგებელი პირის ან დაცვის სამსახურის წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ. 2. ტექნიკურ პერსონალს, რომელიც ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკურ და/ან პროგრამულ უზრუნველყოფას, უნდა გააჩნდეს შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება და გავლილი ჰქონდეს სპეციალური ინსტრუქტაჟი. მუხლი 15. სამუშაო და საკონფერენციო ოთახების უსაფრთხოება 1. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გასატარებელი უსაფრთხოების ღონისძიებები განისაზღვრება დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით. 2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე პირთა მიერ სამუშაო ადგილის დატოვების დროს, ოფისში არსებული ყოველი დოკუმენტი ან შავი მასალა, რომელიც შეიცავს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას, შენახული უნდა იქნეს შესაბამის საცავში ან სეიფში. 3. ოფისში მუშაობის დასრულების შემდეგ თანამშრომელი, რომელიც ბოლო დატოვებს ოფისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, უნდა დარწმუნდეს, რომ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალა შენახულია შესაბამის საცავებში, ხოლო ოთახის ფანჯრები კარგადაა ჩაკეტილი. ყოველი თანამშრომელი პირადად უნდა აგებდეს პასუხს უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე. ამასთან ერთად, შესაძლებელია ოფისის პერსონალს შორის პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, რომელიც სისტემატურად მოახდენს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის დაცულობის გადამოწმებას. 4. ოფისის დაკეტვის შემდეგ დაცვის სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების შემოწმება პატრულირების საშუალებით. 5. როდესაც საერთო ოფისში მუშაობენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან სხვადასხვა დონის ინდივიდუალური დაშვების მქონე თანამშრომლები, სავალდებულოა ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის მკაცრად დაცვა და ამ პრინციპის დასაცავად შესაძლოა, საჭირო გახდეს თანამშრომელთა ინდივიდუალური უსაფრთხოების კონტეინერებით უზრუნველყოფა. მუხლი 16. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავები და დაცული ოთახები 1. დაცული ოთახი წარმოადგენს არაუფლებამოსილი შეღწევისაგან დაცულ ოთახს, რომლის კედლებიც აშენებული უნდა იყოს ქვის, რკინა-ბეტონის, აგურის ან სხვა მსგავსი მყარი მასალით, ხოლო ფანჯრები დაცული უნდა იყოს კედელში, სულ მცირე, 2 სმ-ით ჩაშენებული ფოლადის გისოსებით, რომლის ძელებს შორის მანძილი არ აღემატება 15 სმ-ს. თუ ოთახი განთავსებულია პირველი სართულის დონეზე მაღლა, მაშინ დასაშვებია ალტერნატიული უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პერიმეტრის უსაფრთხოება და/ან განგაშის სისტემები. ფანჯრები დაფარული უნდა იყოს გაუმჭვირვალე მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ოთახის გარედან დათვალიერებას. 2. შესასვლელი კარი და მისი ჩარჩო დამზადებული უნდა იყოს ფოლადისაგან ან ფოლადით დაფარული და დაცული შესაბამისი შეცვლადი კოდირებული საკეტით. კარის ანჯამები მიდუღებული უნდა იყოს შიგნიდან. 3. სავენტილაციო სისტემა დაცული უნდა იყოს არაუფლებამოსილი პირების შეღწევისა და მასში მყარი საგნების მოხვედრისგან. ჭერი და იატაკი დამზადებული უნდა იყოს კედლების შესაბამისი მასალისაგან. განგაშის სისტემის გარდა დამატებითი უსაფრთხოების ზომები უნდა ითვალისწინებდეს ოთახში მოძრაობის გამომვლენი სისტემების დამონტაჟებას. 4. სავალდებულოა დაცული ოთახის უწყვეტი მომარაგება ელექტროენერგიით. ასევე უნდა არსებობდეს სარეზერვო კვების შესაძლებლობა ავტომატური გადართვით. განგაშის სისტემა უნდა ახდენდეს რეაგირებას კვების წყაროს შეფერხებით მუშაობაზე ან მასზე რაიმე სახის ფარულ ზემოქმედებაზე. 5. სავალდებულოა ელექტროგაყვანილობისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავს უნდა გააჩნდეს იგივე მახასიათებლები, რაც დაცულ ოთახს. შესასვლელი კარის გარდა საცავში არ უნდა იყოს 500 სმ2-ზე მეტი ფართის ღიობი. ნებისმიერი ღიობი, რომელიც არის 500 სმ2-ზე ნაკლები, საჭიროებს დაცვას მასში მყარი საგნების მოხვედრისგან. საცავის კარი უნდა იყოს დამზადებული მტკიცე ფოლადისგან და იკეტებოდეს შესაბამისი კოდირებული საკეტით. მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის მინიმალური სტანდარტები
1. COSMIC TOP SECRET (CTS) დონის კლასიფიცირებული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დაცვით: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები