,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 1-1/218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016490
1-1/218
29/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
010240070.22.024.016490
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/218

2017 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 24 მარტის  №1-1/154 ბრძანება (ვებგვერდი; 31/03/2016; ს/კ 010240070.22.024.016434);

ბ) ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 24 მარტის  №1-1/155 ბრძანება (ვებგვერდი; 28/03/2016; ს/კ 010240070.22.024.016433).

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1.ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და რუსული ენის   ცოდნა.

2. ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის  (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და რუსული ენის   ცოდნა.

მუხლი 2.  ეკონომიკური რეფორმების სამმართველო

1. ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და  ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ბ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და რუსული ენის  ცოდნა.

2. ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს  კონსულტანტი (II კატეგორია) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და  ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.

3. ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 3.  ეკონომიკური ანალიზის სამმართველო

1. ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკის  სფეროში და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ბ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  6-თვიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და რუსული ენის  ცოდნა.

2. ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკის  სფეროში და მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია რუსული ენის  ცოდნა;