,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016220
08
29/05/2017
ვებგვერდი, 31/05/2017
010250050.35.115.016220
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №08

2017 წლის 29 მაისი

დ. ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად    ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 აგვისტოს №24  დადგენილებით დამტკიცებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის  დებულებაში    შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1.დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  ,, გ’’ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ .არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილება“.

2. დებულების  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს    ,, დ’’ ქვეპუნქტი

„დ“.  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება.“.

3. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.   ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  კეთილმოწყობის განყოფილება

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა. მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ. წინადადებების,  დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

გ.  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  ობიექტების მოვლა-პატრონობას;

დ. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი  განხორციელების კოორდინაციას;

ე.  ტერიტორიის  კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ  განსახორციელებლად რეკომენდაციებისა  და წინადადებების შემუშავებას;

ვ. წინადადების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე,  შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ზ. წინადადების  შემუშავებას სასაფლაოების მოვლა - პატრონობისა და შესაბამისი  საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;

თ.  წინადადებების  შემუშავებას  გარე  ვაჭრობის რეგულირების სფეროში;

ი.   წინადადებების  შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების  საკითხებზე;

კ . მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული  სხვა ფუნქციების  განხორციელებას“.

4. დებულების  მე-7 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,, მუხლი 7.  არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა. საქმის წარმოებას მშენებლობის  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ბ. მშენებლობის  ნებართვის თაობაზე სამართლებრივი აქტების  შემუშავებას;

 გ.გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;

დ.ფარული სამუშაოების წარმოების კონტროლს და მონიტორინგს;

 ე. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი