,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
07
29/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
010260020.35.115.016219
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/05/2017 - 28/06/2017)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2017 წლის 29 მაისი

დაბა ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 აგვისტოს №22  დადგენილებით დამტკიცებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის  დებულებაში    შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   ქონების  აღრიცხვასა და მართვას, მოსაკრებლების ადმინისტრირებას და კონტროლს.’’ .

2.  დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,, ა“ და ,, დ“ ქვეპუნქტები  ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას  და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

დ) მუნიციპალურ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ვ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ზ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის  მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხებზე;

თ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე.“ .

4.დებულების მე-4 მუხლი  ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი