შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33-38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 08/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016474
33-38
08/05/2017
ვებგვერდი, 31/05/2017
480610000.03.030.016474
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მხარეებად წოდებულნი),  ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 50 მილიონი  ჟენმინბი იუანის ოდენობით (ორმოცდაათი მილიონი ჟენმინბი იუანი),  ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და  ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის დასაფინანსებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებით (შეთანხმებებით), რომელიც შეთანხმებული იქნება ორ მხარეს შორის.

მუხლი 2

კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2017/1“, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში და დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში მართონ დაანგარიშების პროცედურები კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების შესაბამისად და ჰქონდეთ რეგულარული კავშირი ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით.    

მუხლი 3

შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

ხელმოწერილია 2017 წლის 8 მაისს, ქ. თბილისში,  ორ დედნად,  თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან,  სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

დიმიტრი ქუმსიშვილი

 

ხელმოწერილია

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

ჯი იანჩი

 

ხელმოწერილია