შპს ,,ტაურუსი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ,,ტაურუსი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3535-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/3535-16
18/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
შპს ,,ტაურუსი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/3535-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - მარიამ ხიდაშელი

 

  განმცხადებელი (მოვალე) - შპს ,,ტაურუსი"

(ს.ნ 230867951)

დირექტორი - ვადიმერ ბაკურაძე

წარმომადგენელი - ლევან თოთლაძე

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ლელა ხაციკიდუ

 

დღის წესრიგი - 1) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება 2) გაკოტრების მმართველის დანიშვნა .

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

 

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა შპს ტაურუსის” (ს/კ 230867951) დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და მოითხოვა შპს ტაურუსის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ტაურუსს” არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 18 მაისს მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გაკოტრების მმართველის დანიშვნა; მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა შპს ,,GLOBAL INTERNATIONAL ENERGY CORPORATION" -ის განცხადება კრედიტორად აღიარების თაობაზე, თუმცა ამავე სრულად ვერ მოხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა, შესაბამისად კრედიტორთა კრება შეწყდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება შეწყდეს და გაგრძელდეს 2017 წლის 22 ივნისს, 16:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. გაკოტრების მმართველის დანიშვნა;

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ;სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         თამარ ბურჯანაძე