დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,მარიჯანი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/18641-16 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 11/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/18641-16
განჩინება
საქართველოს სახელით
2017 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებლები - კრედიტორები: 1 - ალა კოხრეიძე
2 - ნინო ღუდუშაური
3 - ზეინაბ ძიძიგური
მოვალე - შპს ,,მარიჯანი“
წარმომადგენელი - მარინე ცუცქირიძე
მომრიგებელი საბჭოს წევრები : 1 - ფაცო ხარშილაძე
2 - ვარლამ ბალხამიშვილი
3 - დავით სექანია
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს ალა კოხრეიძემ, ნინო ღუდუშაურმა და ზეინაბ ძიძიგურმა და მოითხოვეს შპს ,,მარიჯანის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,შპს ,,მარიჯანს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები ფაცო ხარშილაძე, ვარლამ ბალხამიშვილი და დავით სექანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი: მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 30 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები