დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-38/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016453 |
|
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი):
|
ა)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
|
ა.ა)
„ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.“; |
ა.ბ)
,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი – პირი, რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას: კ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; კ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; კ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი); კ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი); კ.ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი; კ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი).“; |
ბ)
მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრ(ებ)ი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება: ზ.ა) ერთწევრიანი ოჯახის შემთხვევაში; ზ.ბ) 2 და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი არამომუშავე შრომისუნარიანი წევრია;“; |
გ)
მე-7 მუხლის:
|
გ.ა)
მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.“; |
გ.ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დაბადების მოწმობა) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები.”; |
გ.გ)
მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ბრალდებულია და იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.“; |
დ)
მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი.“; |
ე)
მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციის „D“ ბლოკის ,,ოჯახის მიწა და სხვა ქონება“, „D1“ პუნქტის – „ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწას (იჯარით აღებულის ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება ოჯახის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული (იჯარით აღებულის ჩათვლით) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, გარდა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე მიწის ნაკვეთისა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, იჯარით აღებულის ჩათვლით) შესახებ ჰექტრების (ჰა) მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი/იჯარა არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჰექტრების (ჰა) მითითებით. 2. დეკლარაციის „D2“ პუნქტის – ,,ჩაწერეთ ოჯახის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (იჯარით აღებულის ჩათვლით) მთლიანი ფართობი” – შევსებისას, მონაცემები უნდა დაფიქსირდეს ჰექტრებში (ჰა).“; |
ვ)
მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ოჯახის საინფორმაციო ფურცელი“ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრ(ებ)ი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრ(ებ)ს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად“ დარეგისტრირებიდან მესამე თვეს გაუქმებული აქვთ საკუთარი პროფილი, ოჯახს გაუუქმდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი (ოჯახის დეკლარაციის ფორმა) თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს №2 დანართის (ოჯახის დეკლარაციის ფორმა) არსებული მარაგები.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები