„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-34/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 280080020.22.035.016449
01-34/ნ
29/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
280080020.22.035.016449
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-34/ნ

2017 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ. 1554) დამტკიცებული №1 დანართის (მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121 საარსებო შემწეობის დანიშვნის დამატებითი პირობები

1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახ(ებ)ში, სადაც არის 16 წლამდე ასაკის წევრ(ებ)ი  ივსება განცხადება ,,65 000 დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის შესაბამისად განსაზღვრული სოციალური დახმარების დანიშვნის/დანიშვნაზე უარის“  შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, ივსება ოჯახის დეკლარაციის შევსების ან ოჯახის დეკლარაციაში სარეიტინგო ქულაზე დამოკიდებული მონაცემების კორექტირების დროს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა ხორციელდება ცენტრალიზებულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების გარეშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო