დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის N168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 176 |
დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016280 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №168 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №168 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/01/2017, სარეგ. კოდი 190020020.35.157.016272) დამტკიცებულ დანართში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9334.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3380,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5581,6 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 372.4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6074.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6636.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა (ხარჯები) 6646.4 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება (შემოსავლები)10,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2686.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (გარდამავალი ნაშთი) 2686.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 48.2 ათასი ლარის ოდენობით დახარჯვის განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 217.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 85,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 89.8 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 42.2 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამა გულისხმობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამედიცინო შემოწმების ორგანიზებას. აგრეთვე, ორგანიზებას უწევს სამობილიზაციო რესურსის, რეზერვისტების სპეციალურ აღრიცხვასა და მათ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება მუნიციპალიტეტისათვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი მოითხოვს სარეაბილიტაციო, კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს და ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას და მოვლა- შენახვას, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას, კეთილმოწყობის ღონისძიებებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, სტიქიის შემთხვევაში შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გაწმენდა, აღნიშნულ ღონისძიებისთვის განსაზღვრულია 47.9 ათასი ლარი. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად - 5,0 ათასი ლარი; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2015 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (სესხის დაფარვა) გათვალისწინებულია 203,3 ათასი ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის N569 განკარგულების თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილ 1 750.0 ათასი ლარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატოს 624.8 ათასი ლარი, თანადაფინანსების სახით და სულ 2 374.8 ათასი ლარით დაფინანსდეს:
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N39 განკარგულების თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხიდან 2017 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება 2014-2015 წლებში შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომიის თანხები - 15,5 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ:
სოფელ მაწევანში არსებული ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განისაზღვრა 23,4 ათასი ლარი. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება. ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამის ფარგლებში 240,0 ათასი ლარით დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყარო-წყალი“, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების ქსელის რეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას. 55.0 ათასი ლარით დაფინანსდება წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება. 40,4 ათასი ლარით დაფინანსდება ბორბალოს ჭაბურღილის მოწყობა (2016-2017წ.წ.); 11,7 ათასი ლარით დაფინანსდება ენაგეთის ჭაბურღილის მოწყობა (2016-2017წ.წ.). სოფელ ასურეთში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განისაზღვრა 32,2 ათასი ლარი (2016-2017 წწ.), სოფელ პატარა თონეთში არსებული სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის განისაზღვრა 2,3 ათასი ლარი (2016-2017 წწ.). „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულების თანახმად, თეთრიწაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხიდან 2017 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება 2016 წელს შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომიის თანხები 5,9 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ: სოფელ ჯორჯიაშვილში სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობის სამუშოებიდან 4,8 ათასი ლარი; სოფელ დიდი ირაგისა და სოფელ წინწყაროს სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან 1,1 ათასი ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N39 განკარგულების თანახმად, თეთრიწაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხიდან 2017 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება 2015 წელს შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომიის თანხები 5,6 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ: სოფელ მუხათში, ფაბრიკის დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის, სოფელ ჯორჯიაშვილში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის, სოფელ ტბისში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი და საექსპერტო მომსახურებიდან დარჩენილი ეკონომია. სოფელ ქოსალარში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებისთვის განისაზღვრა 96,6 ათასი ლარი. სოფელ ჩხიკვთაში ჭაბურღილის მოწყობისათვის განისაზღვრა 70.0 ათასი ლარი. სოფლების გოლთეთის, ქოთიშის , დურნუკის, მაწევნის და წინწყაროს წყლის სათავე ნაგებობების და ფილტრების მოწყობა- რეაბილიტაციისათვის განისაზღვრა 62.6 ათასი ლარი. სოფელ ასურეთში, ყაზბეგის ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის - 20,0 ათასი ლარი, სოფელ ხაიშში სასმელი წყლის წყალშემკრები ავზის მოწყობისათვის - 42.8 ათასი ლარი. ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 5,0 ათასი ლარი. „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის №1251 განკარგულების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გამოეყო 570,0 ათასი ლარი დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის, სტალინის ქუჩის, დემეტრაშვილის ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებისათვის. ამავე სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსების სახით განისაზღვრა სამუშაოების ღირებულების 5% - 30,0 ათასი ლარი (600,0*5%=30,0); „მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულების თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დაბა მანგლისში, თამარ მეფის ქუჩის, სტალინის ქუჩის, დემეტრაშვილის ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებისათვის განისაზღვარა 300.0 ათასი ლარი, ამავე სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსების სახით გათვალისწინებულია 32,5 ათასი ლარი (1250,0*5%=62,5-30=32,5), ხოლო საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად 15,0 ათასი ლარი. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, 79,6 ათასი ლარით დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა. გარე განათების ქსელის მიერ გახარჯული ელ. ენერგიის ღირებულების ასანაზღაურებლად, კერძოდ, კომუნალურ გადასახადზე გათვალისწინებულია 200,4 ათასი ლარი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მოწყობისათვის განსაზღვრულია 20,0 ათასი ლარი. 5,0 ათასი ლარით დაფინანსდება გარე განათების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება, ხოლო 5,0 ათასი ლარი განისაზღვრა ტექ. პირობის ასაღებად. ბ.დ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, 673,7 ათასი ლარით დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება-გატანა. 4,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია ხეების გადაბელვის სამუშაოებზე. ბ.ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) - „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის №1211 განკარგულების საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 614,4 ათასი ლარიდან 2017 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება ქვემოთ ჩამოთვლილ 2015-2016 წელს შესრულებულ სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომიის თანხები 23,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
- სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის №1381 განკარგულებით გამოყოფილი 200,0 ათასი ლარიდან 2017 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში გადირიცხება 2015-2016 წელს წყლულეთთან სტიქიის შედეგად დაზიანებული მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომია 4,5 ათასი ლარის ოდენობით. - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №964 განკარგულებით გამოყოფილ 50,0 ათას ლარს ემატება 75,1 ათასი ლარი, მათ შორის: ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხიდან დარჩენილი ეკონომია 22,1 ათასი ლარი და ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1106 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ეკონომია 53,0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხებიდან 8,5 ათასი ლარით დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ხოლო 21,2 ათასი ლარით დაფინანსდება სოფელ ნავთიანში მისასვლელი სახიდე გადასასვლელების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება, ხოლო აღნიშნულ განკარგულებიდან 2014-2016 წ.წ. შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომია, 45,5 ათასი ლარის ოდენობით დაბრუნდება ცენტრალურ ბიუჯეტში. - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1340 განკარგულების გამოყოფილი თანხიდან 2017 წელს 843,3 ათასი ლარით დაფინანსდება სოფელ ახალსოფელში, სოფელ კლდეისში და სოფელ ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. გ.ა) საბავშო ბაღების სპორტული მოედნების და ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) 25,0 ათასი ლარით დაფინანსდება არასაცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება, 5,0 ათასი ლარი განისაზღვრა ტექ. პირობის ასაღებად. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხიდან 2017 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნებული იქნეს 2015-2016 წელს დაბა მანგლისში წერეთლის №5-ში მდებარე საბავშო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან დარჩენილი ეკონომია 1,5 ათასი ლარის ოდენობით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 2017 წელს დაფინანსდება შემდეგი პროექტები: სოფელ ასურეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა - 126,7 ათასი ლარით; სოფელ სამღერეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა - 108,1 ათასი ლარით. თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12,4 ათასი ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდეს ასურეთის საბავშვო ბაღის სამუშაოები 12,4 ათასი ლარი, ხოლო სამღერეთის საბავშვო ბაღის სამუშაოები 13,6 ათასი ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 228,6 ათასი ლარით დაფინანსდება დაბა მანგლისის, სოფელ წინწყაროს, სოფელ ასურეთის, სოფელ ხაიშის, სოფელ კოდის, სოფელ ჯორჯიაშვილის, სოფელ გოლთეთის, სოფელ ბორბალოს, სოფელ სამღერეთის, ქალაქ თეთრიწყაროს №1 საბავშვო ბაღის და ქალაქ თეთრიწყაროს №2 საბავშვო ბაღის ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები (2016-2017 წ.წ.); ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16,6 ათასი ლარით დაფინანსდება ქ. თეთრიწყაროში მუზეუმის შენობის საკანალიზაციო ქსელისა და საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები (2016-2017 წ.წ.). ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9,7 ათასი ლარით დაფინანსდება სოფელ ერტისში მდებარე სარიტუალო დარბაზისათვის სამზარეულოს მისაშენებლად სამშენებლო სამუშაოები (2016-2017 წ.წ.). 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 2015 წელს დაწყებული სამუშაოები, კერძოდ, 0,4 ათასი ლარით დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ი.გ.პ. დასახლებაში არსებული შენობის (მუსიკალური სკოლის) სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ქ. თეთრიწყაროში რუსთაველის, წმინდა ნინოს, სტალინის, ფარნავაზის, დემეტრაშვილის და მუსხელიშვილის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განისაზღვრა 156.9 ათასი ლარი. „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ განსათავსებლად, ქალაქ თეთრიწყაროში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის რეაბილიტაციისათვის განისაზღვრა 162.8 ათასი ლარი. სოფელ მარაბდაში სარიტუალო სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განისაზღვრა 5.0 ათასი ლარით. დაბა მანგლისში „სოფლის სახლში“ გამათბობლის შესაძენად გათვალისწინებულ იქნეს 4,4 ათასი ლარი. ქ. თეთრიწყაროში, კოსტავას ქ. №3-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განისაზღვროს 135.9 ათასი ლარი. სოფელ ირაგაში და სოფელ მარაბდაში საბავშო ბაღების გათბობისათვის განისაზღვროს 40,0 ათასი ლარი. სოფელ ღოუბანში სარიტუალო დარბაზის მოწყობა 57.5 ათასი ლარი. ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განისაზღვრა 8.5 ათასი ლარი; გ. ბ) ურბანული ტერიტორიის მოწყობა, (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.თეთრიწყაროში, სოფელ კოდაში და დაბა მანგლისში 94,5 ათასი ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება, აგრეთვე 20,0 ათასი ლარით განხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში რეგიონალური განვითარების სააგენტოს ფონდის თანადაფინანსება – 20,0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების შესყიდვა-მონტაჟისათვის – 4,5 ათასი ლარი. სოფელ ხაიშსა და დაბა მანგლისში სასაფლაოების შემოღობვის დასრულებისთვის გათვალისწინებული იქნეს – 5.4 ათასი ლარი; გ.გ) მიწის აზომვითი და საპროექტო სამუშაოების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03) ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზების – ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტოდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული 713,1 ათასი ლარიდან 2017 წელს დაფინანსდება 34,1 ათასი ლარი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტოდან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულ 705,1 ათასი ლარიდან 2017 წელს დაფინანსდება 250,5 ათასი ლარი. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში დაფინანსდება 17 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას მიიღებს 750-ზე მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მათ ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის” ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა აერთიანებს 13 სპორტულ სექციას და 250-მდე სპორტსმენს; ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, სადაც დაცულია 11000 -მდე ექსპონატი. ბ.ბ) ააიპ „სახელოვნებო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ "სახელოვნებო სკოლა", სადაც ფუნქციონირებს 14 წრე; ბ.გ) ააიპ "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება – კულტურის ცენტრი" და კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 03) - პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება – კულტურის ცენტრი", სადაც გაერთიანებულია 8 ბიბლიოთეკა და ფუნქციონირებს 13 შემოქმედებითი წრე. - 90.0 ათასი ლარით დაფინანსდება „დიდგორობის“ სადღესასწაულო ღონისძიება. - „საქართველოს ეროვნული ინტერნეტ ჩემპიონატ ეტალონის“ კონკურსის ჩასატარებლად 3,0 ათასი ლარი; - ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“, ღონისძიებისთვის გათვალისწინენებულია 1,2 ათასი ლარი; „სალაშქრო სეზონის გახსნა–2017“ გათვალისწინებული იქნეს 15,0 ათასი ლარი; ბ.დ) რელიგია (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-თეთრიწყაროს საეპარქიო სამმართველოს ფინანსური მხარდაჭერა -12.0 ათასი ლარით. ბ.ე) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 210-მდე მოსწავლე. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ბიუჯეტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დაფინანსებას; ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. მშობიარეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მშობიარობის ხარჯები; ბ.ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, კერძოდ, ქალაქში რეგისტრირებულ ბენეფიციართა ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა და სოფლად რეგისტრირებულ ბენეფიციართა ყოველთვიური მშრალი პროდუქტებით დახმარება. ბ.გ) მარჩენალდაკარგულ პირთა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების თითოეულ ბავშვის და უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება (18 წლამდე), აგრეთვე დედით ან მამით ობოლი ბავშვების (18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება; ბ.დ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური, საყოფაცხოვრებო და გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები; ბ.ე) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება; ბ.ვ) მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ან მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები; ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრის გარდაცვალების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯი.
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები