„საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.019969
260
25/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
130000000.10.003.019969
„საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2017 წლის 25 მაისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/01/2017, 130000000.10.003.019712) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №2 დანართის (საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2017-2020 წწ.) 14.7 პუნქტში პასუხისმგებელ/დამხმარე ორგანიზაციად მითითებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ცენტრი (რეგიონული);“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“.

2. №3 დანართით (საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დანართი (ღონისძიებები, რომლებიც ასევე წარმოადგენს საყურადღებო მიმართულებებს და მათ შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქმედებებს საჭირო დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით)) განსაზღვრული ცხრილის მე-3 პუნქტში პასუხისმგებელ/დამხმარე ორგანიზაციად მითითებული   „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (რეგიონული);“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი