„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019968
259
25/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
470230000.10.003.019968
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 470230000.10.003.019741) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

 1. მე-2 მუხლის  „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ)  სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (იგივე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) ფუნქციონირებისათვის სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 10 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა;“.

2. მე-5 მუხლით განსაზღვრული ცხრილის მე-8 გრაფაში კომპონენტის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (იგივე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) ფუნქციონირებისათვის სპეციალიზებული ავტომანქანების (10 ერთეული რეანიმობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი 10 ერთეული ახალი და 4 ერთეული მეორადი მაღალი გამავლობის) შესყიდვა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი