„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.019962
253
25/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
120260000.10.003.019962
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. XVII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62  პუნქტები:

„61. პირადი სურვილით ან პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.

62. ამ თავის 61 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან, გარდა  დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზების (სამხედრო მოსამსახურის ან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან ახლო ნათესავის გარდაცვალება, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას) არსებობისა.“. 

2. XIX თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სამხედრო მოსამსახურეები ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები გათავისუფლდნენ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო ამ პუნქტის ამოქმედებამდე წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც გაფორმებული აქვთ/ჰქონდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი