დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 612 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №612
2004 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (ხელმძღვანელი).
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს გადასცეს შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები