„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 25/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016345
20
25/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
010260020.35.158.016345
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2017 წლის 25 მაისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10//2014, 010260020.35.158.016184) დამტკიცებულ დანართ №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:
1. დადგენილებით   დამტკიცებული   დანართი  №1-ის   მე-2  მუხლის მე-4 პუნქტს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის „ ვ1“ და  „ვ2“  ქვეპუნქტები:
„ვ1“) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად,  კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების  სარგებლობის შესახებ;
2) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში ბინების და სახლების  სახელდებისა და  ნუმერაციის შესახებ.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 25 მაისიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიიმრან მ. გასიმოვი