დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016492 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №95 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016441) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;”. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ბ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ბ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.“; ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ა) სამედიცინო ქონების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;"; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ბ.ვ“ - ,,ბ.ჟ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ვ) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება; ბ.ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება; ბ.თ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; ბ.ი) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვა; ბ.კ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორი და დროული ასახვა შესაბამის პირველად დოკუმენტებში; ბ.ლ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება; ბ.მ) კანონმდებლობით ნებადართული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება; ბ.ნ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი გათვლების წარმოება; ბ.ო) ქვედანაყოფის შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება; ბ.პ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ.ჟ) ამ პუნქტის ,,ბ.ვ“ - ,,ბ.პ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები