დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა ძალებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის №450 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 607 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №607
2004 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ოქტომბრის №450 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ოქტომბრის №450 ბრძანებულებაში და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2004 წლის შემოდგომაზე საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 2025 კაცით, მათ შორის:
ა) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში – 275;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში – 1200;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში – 550.“.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები