,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე''

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე''
დოკუმენტის ნომერი 243-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 25/05/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016038
243-ს
25/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
010240010.30.060.016038
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე''
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ.1-10 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელახალ სამართლებრივ დასკვნას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელახალ სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს ასევე ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.“.

2. კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს 2 (ორი) დღისა, გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს, რომელიც მისთვის დოკუმენტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, გამოსაქვეყნებლად წარუდგენს  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.“.

3. კანონის 232 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), თან არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია

 

 

25 მაისი 2017 წ.

ქ. თბილისი

N243-ს