ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016168
12
24/05/2017
ვებგვერდი, 29/05/2017
010250050.35.172.016168
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

            ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2017 წლის 24 მაისი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის,  ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესების მე-15 მუხლის მე-4  პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: 

მუხლი 1
ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას  საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის  ოდენობით. 
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1

 

საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთი

მონაწილეთა ბილეთი N --------------------------            მონაწილეთა ბილეთი N -----------------------

აუქციონატორის დასახელება --------------------            აუქციონატორის დასახელება----------------

------------------------------------------------------------             -------------------------------------------------------

მონაწილე-----------------------------------------------           მონაწილე--------------------------------------------      

                           სახელი, გვარი                                                                სახელი, გვარი

 

საპრივატიზაციო ობიექტების დასახელება                საპრივატიზაციო ობიექტების დასახელება

---------------------------------------------------------                 ------------------------------------------------

---------------------------------------------------------                 ------------------------------------------------

საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღი,                      საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღი,

                     დრო,მისამართი                                                             დრო,მისამართი

------------------------------------------                                        ----------------------------------------------

------------------------------------------                                        -----------------------------------------------

 

ბილეთის ფასი---------------------------------ლარი            ბილეთის ფასი ----------------------------ლარი

ლოტის N------------------------------                                                 ლოტის N------------------------    

                                                                                  ბ.      ა.